კულინარიამედიცინა

საზამთროს სამკურნალო თვისებები, ვიტამინები, კალორიები და მურაბის ხარშვის ხელოვნება

ზამ­თ­როს 80-95% სითხის­გან შედ­გე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძლი­ერ შარ­დ­მ­დენ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ზამ­თ­რო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ლე­ბაა. მცე­ნა­რე მდი­და­რია A, C, B1,  B2, B9, PP ვი­ტა­მი­ნე­ბით, შე­ი­ცავს ფრუქ­ტო­ზას, ეთე­რო­ვან ზე­თებს, ვაშ­ლ­მ­ჟა­ვა­სა და ტუ­ტო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბებს. სა­ზამ­თ­როს თეს­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 35% ცხი­მი შე­დის. ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­მო სა­ზამ­თ­რო რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და თირ­კ­მ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. სა­ზამ­თ­რო დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს რკი­ნას.

საზამთრო ძალიან სასარგებლოა: ართრიტის, ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ინფექციური ჰეპატიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ანემიის, გულის დაავადებების, სიმსუქნის და უშვილობის დროსაც კი.

საზამთროს წვენი აუმჯობესებს კანის ფერს. იგი წმენდს ორგანოებს ტოქსინებისგან. არის კარგი საშუალება შარდ-სასქესო სისტემის, თირკმელების დაავადებების დროს.

კალორია 38

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზამ­თ­როს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებს – სა­ზამ­თ­როს ქერ­ქის ნა­ხარ­ში სიცხის დამ­წევ უებარ სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბა. ჰე­რეთ­ში სა­ზამ­თ­როს ქერქს ახ­მობ­დ­ნენ და წკი­რებ­ზე აც­მულს ინა­ხავ­დ­ნენ. ზამ­თარ­ში ქერ­ქებს ხარ­შავ­დ­ნენ, შა­ქარს უმა­ტებ­დ­ნენ და ცხლად მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ.

საზამთროს მურაბის რეცეპტი: შე­ვარ­ჩი­ოთ სქელ­ქერ­ქი­ა­ნი სა­ზამ­თ­რო. ქერქს უნ­და მო­ეჭ­რას გა­რე­თა მწვა­ნე და ში­და, ვარ­დის­ფე­რი ნა­წი­ლი, და­
იჭ­რას რომ­ბე­ბად და და­იჩხ­ვ­ლი­ტოს. შემ­დეგ უნ­და ჩა­ი­ყა­როს კი­რი­ან წყალ­ში, 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­დე­საც სა­ზამ­თ­როს ქერ­ქე­ბი გა­მაგ­რ­დე­ბა, გამ­დი­ნა­რე წყალ­ში გა­ი­რეცხე­ბა და წყალ­ში 2-3 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­ხუ­რუ­ლი წა­მო­დუღ­დე­ბა. ეს პრო­ცე­დუ­რა კი­დევ ერ­თხელ მე­ორ­დე­ბა. ამის შემ­დეგ სა­ზამ­თ­რო უნ­და წა­მო­დუღ­დეს შა­ბი­ან წყალ­ში. ამის შემ­დეგ დაჭ­რი­ლი ქერ­ქე­ბი კი­დევ უნ­და წა­მო­ვა­დუ­ღოთ მდუ­ღა­რე წყალ­ში. სულ ბო­ლოს სა­ზამ­თ­როს ეს­ხ­მე­ბა იმ­დე­ნი წყა­ლი, რომ და­ი­ფა­როს, ემა­ტე­ბა შა­ქა­რი და იხარ­შე­ბა. სა­ნე­ლებ­ლე­ბად ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ილს, ჯავ­ზ­სა და ვა­ნილს. არ­სე­ბობს სა­ზამ­თ­როს მუ­რა­ბის შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც სო­და­ში გა­მო­ყავთ. ასე­ვე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია სა­ზამ­თ­როს ჯე­მიც, რო­მე­ლიც ხორ­ც­სა­კეპ მან­ქა­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზამ­თ­როს ქერ­ქი­სა­გან მზად­დე­ბა და ხუმ­რო­ბით “სა­ზამ­თ­როს ხი­ზი­ლა­ლა­საც” უწო­დე­ბენ. გარ­და მუ­რა­ბი­სა, ცნო­ბი­ლია ქორ­ფა სა­ზამ­თ­როს მწნი­ლი, რო­მე­ლიც უფ­რო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები