საზოგადოება

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის ოჯახის დაგეგმვის თემაზე მომზადებული საუკეთესო მასალის გამოსავლენად.

კონკურსის მიზანი:

** ქართულ მედიასივრცეში ოჯახის დაგეგმვის საკითხების გაშუქების წახალისება
** ოჯახის დაგეგმვის სფეროში არსებული სერვისების განვითარების ხელშეწყობა
** ოჯახის დაგეგმვის თემაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება

ნამუშევარი უნდა შეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

** ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა ქალის ჯანმრთელობისათვის, მათი დადებითი მხარეები და რისკები, ასევე მათი გამოყენების ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები
** არსებული სამედიცინო და საგანმანათლებლო სერვისები ოჯახის დაგეგმვის სფეროში – პრობლემები, გადაჭრის გზები, საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვა

კონკურსში მონაწილეობის წესები:

** საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შემდეგ პერიოდში – 10 ივნისიდან 30 ნოემბრამდე ქართულ მედია საშუალებებში;
** კონკურსის დაწყებამდე გამოქვეყნებული/გასული მასალა არ განიხილება;
** აპლიკანტს უფლება აქვს, საკონკურსოდ წარმოადგინოს ერთი ან მეტი ნამუშევარი;
** ნამუშევარი ან ბმული უნდა გაიგზავნოს მისამართზე: counselor@tanadgoma.ge არაუგვიანეს 2109 წლის 1 დეკემბრისა დამატებით ინფორმაციასთან ერთად (სახელი გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, დამსაქმებელი, საკონტაქტო ინფორმაცია).

კონკურსის კატეგორიები დაყოფილია მედიის შემდეგი საშუალებების მიხედვით:

კატეგორია 1: სატელევიზიო გადაცემა ან სიუჟეტი, ორი პრიზი;

** პირველი პრიზი – 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
** მეორე პრიზი – 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);

კატეგორია 2: ბეჭდვითი ან ელექტრონული მედია, ორი პრიზი;

** პირველი პრიზი – 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
** მეორე პრიზი – 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);

გამარჯვებული ნამუშევარი შეირჩევა სპეციალურად კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, მომდევნო კრიტერიუმების საფუძველზე:

** მასალაში კვალიფიციურად უნდა იყოს დასაბუთებული ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა ქალის ჯანმრთელობისათვის;
** ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე სარწმუნო სამედიცინო ინფორმაციას;
** ნამუშევარი უნდა ასახავდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისების მდგომარეობის შეფასებას და შეიცავდეს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით;
** გამარჯვებულები დასახელდებიან 2109 წლის დეკემბერში.

კითხვები:

შესაძლო კითხვები კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: counselor@tanadgoma.ge
ტელ: 2 35 63 12
საკონტაქტო პირი – ქეთევან ჭელიძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *