განათლება

საკვირაო სკოლა ”თავისუფალი ცოდნის სახლმა” ჟურნალისტებს უმასპინძლა

კვირას, 5 ნოემბერს საკვირაო სკოლა ”თავისუფალი ცოდნის სახლმა” ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ამჯერად, სკოლას ტელერადიო ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, თავის შვილთან, ლუკა მეტრეველთან ერთად ეწვია. იმავე დღეს, პატარების საპატიო სტუმარი იყო ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე. ამ გამორჩეულ სტუმრებთან ერთად გატარებული დრო, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად დასამახსოვრებელი და საინტერესო იქნებოდა.
ჟურნალისტებმა და სკოლის აღსაზრდელებმა აზრები გაცვალეს და ”თავისუფალი ცოდნის სახლში” კიდევ ერთი ლამაზად დატვირთული დღეც შედგა.

სკოლას ასევე დაგეგმილი აქვს მისი აღსაზრდელებისთვის კიდევ მრავალი შეხვედრა მოაწყოს საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან და ამით კიდევ უფრო სასიამოვნო გახადონ სწავლის პროცესი. მომავალი შეხვედრა ცნობილ ფოტოგრაფთან გოგა ჩანადირთან გაიმართება, რომელიც ბავშვებს გაუზიარებს ფოტოხელოვნების და ქართული ენის მნიშვნელობას.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *