კულინარიასხვა

კარტოფილის სამარხვო რულეტი სოკოთი

ეს უგემრიელესი რულეტი საუკეთესოა გურმანებისთვისაც.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

სოკო                            200 გრ.

კარტოფილი              1/2 კილო(500 გრ).

ფქვილი                      1 ჭიქა

ხახვი                           1 თავი

ზეთი                         დაახლოებით  120 მლ

მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

ავიღოთ კარტოფილი, გავფცქვნათ, მოვხარშოთ ისე რომ პიურე გავაკეთოთ. ჩავუმატოთ ფქვილი და ზეთი დაახლოებით 100 მლ, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და კარგად მოვურიოთ.

წვრილად დავჭრათ ხახვი და სოკო . სოკო 5-6 ნაჭერი შევინახოთ ზემოდან მოსართავად( როგორც ეს ზემოთ სურათზეა ნაჩვენები). თუ გაქვთ სოკოს კუბიკიც უხდება, მაშინ მარილი შეიძლება არ დასჭირდეს.  შავი პილპილიც გემოვნებით. მოვშუშოთ კარგად, სოკოს დარბილებამდე და გავაციოთ.

ავიღოთ ქაღალდი, გავაბრტყელოთ მომზადებული კარტოფილის ცომი, დავადოთ ზემოდან სოკოს მასა ერთ ფენად,მოვასხათ ზეთი  და დავიწყოთ ქაღადლით გადახვევა. ქაღალდი დაგვეხმარება ლამაზად გადახვევაში, ერთი გადახვევის შემდეგ მოვაშოროთ ქაღალდი და ჩვენთვითონ გავაგრძელოთ.

ზემოდან მოვაწყოთ დატოვებული სოკოები და ისევ მოვასხათ ზეთი.

გამოვაცხოთ 180 გრადსუსზე, კარგად გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12-15 წუთის  განმავლობაში.

                                                                                 გაამოთ 

თეგები
იხილეთ მეტი