განათლებაკერძო სკოლებიმთავარი ბლოკი

სამი მედალი – ქართველებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე გვასახელეს

ზაზა გამეზარდაშვილის ( საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ინფორმატიკაში) facebook –ის გვერდიდან
Zaza Gamezardashvili
ცოტა ხნის წინ საზეიმოდ დაიხურა 28–ე საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში მოსწავლეთა შორის. ჩვენი 4 მონაწილიდან ერთმა ვერცხლის (გიორგი კლდიაშვილი) და ორმა ბრინჯაოს (გიორგი სხირტლაძე, ნუგზარ ჩხაიძე) მედლები დაიმსახურეს. მწვრთნელები უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ ეს შეჯიბრია და ყოველთვის ვერ ხერხდება შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი სხირტლაძის შედეგი დარჩა. ჯამურად 10–საათიანი შეჯიბრის განმავლობაში მუდამ ვერცხლის ზონაში იყო და შეჯიბრის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე გადაასწრო ორმა მეტოქემ.
 p. s. საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა რუსეთში–ყაზანში. მონაწილეობა მიიღო 82 ქვეყანამ.  ოლიმპიადაზე არ ჩავიდა უკრაინის ნაკრები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში გამგზავრების ნება არ მისცა.  ასევე არ ჩავიდა თურქეთის გუნდიც.
სამივე ქართველი პრიზიორი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები არიან. იმ სკოლის რომელსაც როგორც ამბობენ ,,პატრონტაჟს” უწევს ცნობილი თურქი მილიარდელი და ,,მეამბოხე” გიულენი. აღსანიშნავია რომ წინა წლებში სხირტლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო კლდიაშვილმა – ბრინჯაო. საქართველოს ნაკრების მეოთხე წევრმა ქუთაისის 41 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბაკურ ცუცხაშვილმა საპატიო სიგელი დაიმსახურა, ბაკური არის საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრიც. ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ გიორგი კლდიაშვილმა  მეექვსე ყველაზე ძნელი ამოცანის ამოხსნაში 60 ქულა დააგროვა, მასზე მეტი ამ ამოცანის ამოხსნაში დაუწერეს მხოლოდ ერთ მონაწილეს, ჩინელ პროგრამისტს, რომელმაც   რეიტიგში პირველი ადგილი დაიკავა.
Fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები