მედიცინამთავარი ბლოკი

სამ დღეში ორი კილოგრამი.

ამ დიეტას „ვაშლის დიეტა“ იმიტომ ვუწოდეთ, რომ სხვა პროდუქტების პარალელურად, ყოველ კვებას აუცილებლად უნდა დააყოლოთ რამდენიმე ცალი გაუფცქვნელი ვაშლი.

რეჟიმისა და საკვების რაოდენობის ზუსტი დაცვის შემთხვევაში, სამ დღეში 2 კილოგრამს დაიკლებთ.

პირველი დღე

საუზმე (9-დან 10 საათამდე): 100 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი (საქონლის ან ქათმის), 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 2-3 ცალი უმი კომბოსტოს ფოთლისა და 1 ცალი კიტრის სალათა.

შემდეგ, ყოველ ორ საათში, სადილობამდე, მიირთვით 1-2 ცალი გაუფცქვნელი ვაშლი.

სადილი (16-დან 17 საათამდე): 1 ცალი კიტრისა და 1 ცალი პომიდვრის სალათა მზესუმზირის ზეთითა და ძმრით, 400 გრამი მოხარშული საქონლის მჭლე ხორცი.

დაძინებამდე მიირთვით რაც შეიძლება ბევრი (1-2 კილოგრამი ) გაუფცქვნელი ვაშლი. სურვილის შემთხვევაში დალიეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი.

დღის განმავლობაში მიიღეთ 1-2 ლიტრამდე წყალი.

პირველ დღეს არ ვახშმობენ.

მეორე დღე

საუზმე – გამორიცხეთ.

სადილი (15-დან 16 საათამდე): ვაშლი – 1 კილოგრამამდე.

კიტრისა და პომიდვრის ან სხვა ბოსტნეულის სალათა მწვანილით.

ვახშამი – გამორიცხეთ.

წყლის რაოდენობა დღის განმავლობაში – იგივე.

მესამე დღე

საუზმე (9-დან 10 საათამდე): ხილი და ბოსტნეული ისე, როგორც მეორე დღის სადილზე; ყოველ ორ საათში – ვაშლი.

სადილი (16-დან 17 საათამდე): ისეთივე, როგორც პირველ დღეს;

ყოველ ორ საათში – ისევ ვაშლი.

ვახშმის მაგივრად შედექით სასწორზე.

სითხე – იგივე რაოდენობით.

თუ გსურთ, განაგრძოთ გახდომა, რათა სასურველ წონას მიაღწიოთ (9 დღის განმავლობაში) შემდეგი კვების რეჟიმი დაიცავით:

საუზმე – ისე, როგორც პირველ დღეს.

სადილი – 300-400 გრამი მოხარშული, უცხიმო ხორცი ან თევზი, ბოსტნეულის სალათა, ვაშლი.

ვახშამი – ისევე, როგორც სადილი, ოღონდ, ხორცის გამოკლებით.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები