განათლებაკერძო სკოლებისაზოგადოება

სკოლის თანამედროვე ალბომები – შეცვალე ძველი ახლით! “მომავალი თაობა ირჩევს ახალს”

ძველი ალბომების თანამედროვე ვერსია ჟურნალის სახით თბილისელები KIDS

   შეცვალე ძველი ახლით

თბილისის სკოლებში მეოთხე წელია გამოჩნდა ახალი, თანამედროვე სასკოლო ალბომები რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ფეხს იკიდებს პირველ და მეოთხეკლასელებში. ახალი სტილის ალბომები თანამედროვე ბავშვების თუ პროგრესულად მოაზროვნე მშობლებისა და მასწავლებლების დიდ მოწონებას იმსახურებს, რადგან დრო მოჭმულ, კომუნისტურ სასკოლო ალბომებს ვადა ამოეწურა და ამიტომ ახალგაზრდა კრეატიულმა გუნდმა გადაწყვიტა იდეა რეალობად ექციათ და ფართო მასშტაბზე გასულიყვნენ.

განახლდა პროექტი და ავტორები ცდილობენ დაამკვიდრონ თანამედროვე სტილის ახალი ალბომები სადაც ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უტარდება სტუდიური ფოტოსესია და იბეჭდება მათი პირველი ინტერვიუები ოცნებების და სურვილების შესახებ, რომელიც საკმაოდ ხალისიანს ხდის მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ ჟურნალს.

როგორ გაჩნდა იდეა და რა ტიპის ალბომებზეა საუბარი?

2013 წელს ჟურნალ “თბილისელების” რედაქციის 4 თანამშრომლის შვილი მივიდა პირველ კლასში. ჯერ ამ ოთხეულის

პერსონალური ფოტოსესია უნდა მოგვეწყო და გვინდოდა 8 გვერდიანი ჟურნალი გაგვეკეთებინა თავისი მოკლე ინტერვიუებით: რაზე ოცნებობენ, რა უნდოდათ გამოსულიყვნენ, ჯადოსნური ჯოხი რომ ჰქონოდათ რას გააკეთებდნენ და ა.შ. მთავარი კი ის იყო, რომ გარეკანიც პერსონალური და ინდივიდუალური უნდა დამზადებულიყო, თუმცა როგორც კი ეს იდეა გავაჟღერე მთელმა რედაქციამ აიტაცა – ყველას მოუნდა შვილისთვის და შვილიშვილისთვის გაეკეთებინა იგივე და მაშინ მთავარმა რედაქტორმა გადაწყვიტა ფართო მასებზე გავსულიყავით.

ზუსტად ორ თვეში თბილისის 70მდე სკოლიდან 2000 პირველკლასელს მოვუყარეთ თავი და ერთ დიდ კატალოგად გამოვეცით – რომელიც ვირუსივით მოედო ქალაქს. 24 საათიანი მუშაობის შედეგად კატალოგი დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ ჩავაბარეთ ბავშვებს და მეორე სემესტრიდან უამრავი სკოლა უკვე თავად დაგვეკონტაქტა და იგივე მოგვთხოვეს სამაისოდ – მათშორის რეკავდნენ ის მშობლებიც ვინც თავიდან ვერ აღიქვა ან არ მოინდომა და მონაწილეობა არ მიიღო პირველ გამოცემაში.

რამ გამოიწვია ასეთი დაინტერესება?

უმაღლესმა პოლიგრაფიულმა ხარისხმა რომელიც დღემდე უცვლელია. ძალიან ფერადოვანი, ხალისიანი და საინტერესო გამოცემა იყო. კლასელები ერთმანეთის ინტერვიუებს კითხულობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთმა ბავშვებმა იპოვეს ერთმანეთი ამ ჟურნალში ვინც ბაღში ერთად სწავლობდნენ, მაგრამ სხვადასხვა სკოლაში აღმოჩნდნენ.

ახლა გადახვედით ახალ სტილზე და უკვე კონკრეტულად ერთი კლასის ინდივიდუალურ ჟურნალებს ბეჭდავთ. რთული და ძვირი არ არის ასეთი მცირე ტირაჟის დაბეჭდვა? თანაც ყდას სახელობითს უკეთებთ – ყველა ბავშვშვი თავისი ჟურნალის გარეკანზე იბეჭდება…

რთულია, მაგრამ კარგი გუნდი ვმუშაობთ რომ ყველაფერი მაღალ ხარისხში იყოს შესრულებული.  სტამბის ხელმძღვანელობასაც ისე მოსწონს ეს ახალი, თანამედრვე სტილის ალბომები, რომ ხელს გვიწყობს. წარმოიდგინეთ ჩვენ მივდივართ სკოლაში ასაწყობი/მოძრავი ფოტოსტუდიით, განათება, ფარდა და ასე შემდეგ. ვიღებთ ყველა ბავშვს აბსოლუტურად უკლებლივ ვისაც სურს ამის დამზადება თუ არ სურს, აბსოლუტურად ყველა ბავშვია ჩართული ამ პროცესში და ყველასგან ვიღებთ მოკლე ინტერვიუებს. თუ ვინმეს მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ალბომის დამზადების ბავშვს გული არ ვწყვიტავთ და ამიტომაც უკლებლივ ყველას ვრთავთ ამ პროცესში რომელიც ძალიან სახალისოა. მერე ფეისბუქზე ვტვირთავთ ყველას თითო-თითო ფოტოს, მშობლები იზარებენ, აკომენტარებენ და მოკლედ არის დიდი ჟრიამული. მასწავლებლები ელოდებიან ხოლმე რომ მივალთ 1-2 ფოტოს გადავიღებთ და წამოვალთ, მაგრამ გადაღებებს რომ აღარ ვამთავრებთ ლამის ძალით გამოგვყარონ ხოლმე სკოლიდან – არადა ყველას უნდა ბევრი ფოტოს გადაღება. უნდა ნახოთ ბავშვები როგორ პოზირებენ და განსაკუთრებით გოგონები როგორ იპრანჭებიან ხოლმე – ეს არის საოცრება.

რამე კურიოზიც გექნებათ გასახსენებელი.

კურიოზი ძალიან ბევრია ყოველ წელს, მაგრამ ერთი არასოდეს დამავიწყდება. ვინც პირველ სემესტრში გვიკვეთავს იმათ ჟურნალებს საახალწლოდ ვუმზადებთ, ვინც მეორე სემესტრშ იმათ სამაისოდ. პირველ სემესტრში რადგან საახალწლოდ ვაბარებთ ალბომებს ინტერვიუში ერთ-ერთი კითხვა გვაქვს: რა გინდა მოგიტანოს თოვლის ბაბუამ. – ანუ მშობელმა რომ იცოდეს რა სურს მის შვილს. 31 დეკემბერს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა დამირეკა და მითხრა რომ ახალი ბინა შეიძინეს და შესაბამისად მისი შვილის საჩუქარი ახალ მისამართზე მიმეტანა. დავიბენი, ენა ჩამივარდა აღარ ვიცოდი რა მეთქვა, თან უხერხულობაშიც არ მინდოდა ჩამეყენებინა იმხელა კაცი, მაგრამ ჩათვალა რომ მისი შვილისთვის მე უნდა მეყიდა ვერტალიოტი რომელიც ელემენტებზეა და ღორს დაახლოებით 200 ლარი, ამ დროს როცა ალბომში გადახდილი აქვს 25 ლარი. რომ ავუხსენი რაშიც იყო საქმე დიდად ნაწყენი დამრჩა და მთელი დღე გიჟივით ჩემთვის ვიცინოდი.

რამდენი ბავშვი უნდა იყოს მსურველი რომ ფოტოსესია შედგეს და დამზადდეს ალბომი?

მინიმუმ 15 ბავშვი მაინც უნდა იყოს მსურველი რომ დაიგეგმოს და დამზადდეს ჟურნალი (ალბომი). კერძო სკოლების შემთხვევაში ზოგჯერ კლასი შედგება 12-15 ბავშვისგან, მაგრამ თუ რამდენიმე პარალელურია და თითო კლასიდან 10-10 ბავშვი მაინც გროვდება ასეთ შემთხვევაშიც მივივდივართ თუმცა მე ჯერ არ მახსოვს გადაღებების შემდეგ ვინმეს უარი ეთქვას დამზადებაზე და რომ მივსულვართ ნახევარი კლასის  გადასაღებად გამოვსულვართ კლასის სრული შეკვეთით.

პირველი სემესტრის საახალწლო ალბომების დასამზადებლად ფოტოსესიები უკვე დაიწყო. გადაღებები ხდება წინასწარი ჩაწერით. ფოტოების სანახავად და დეტალური ინცორმაციისთვის დააჭირეთ ლინკს: Tbiliselebi/Official

                                                                    “მომავალი თაობა ირჩევს ახალს”

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები