განათლებაკერძო სკოლები

სკოლის თანამედროვე ალბომები – ახალი თაობის საუკეთესო არჩევანი!!!

ძველი ალბომების თანამედროვე ვერსია ჟურნალის სახით თბილისელები KIDS

   შეცვალე ძველი ახლით

თბილისის სკოლებში მეოთხე წელია გამოჩნდა ახალი, თანამედროვე სასკოლო ალბომები რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ფეხს იკიდებს პირველ და მეოთხეკლასელებში. ახალი სტილის ალბომები თანამედროვე ბავშვების თუ პროგრესულად მოაზროვნე მშობლებისა და მასწავლებლების დიდ მოწონებას იმსახურებს, რადგან დრო მოჭმულ, კომუნისტურ სასკოლო ალბომებს ვადა ამოეწურა და ამიტომ ახალგაზრდა კრეატიულმა გუნდმა გადაწყვიტა იდეა რეალობად ექციათ და ფართო მასშტაბზე გასულიყვნენ.

განახლდა პროექტი და ავტორები ცდილობენ დაამკვიდრონ თანამედროვე სტილის ახალი ალბომები სადაც ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უტარდება სტუდიური ფოტოსესია და იბეჭდება მათი პირველი ინტერვიუები ოცნებების და სურვილების შესახებ, რომელიც საკმაოდ ხალისიანს ხდის მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ ჟურნალს.

როგორ გაჩნდა იდეა და რა ტიპის ალბომებზეა საუბარი?

ბესო მახარაშვილი: 2013 წელს ჟურნალ “თბილისელების” რედაქციის 4 თანამშრომლის შვილი მივიდა პირველ კლასში და მათთვის საჩუქრად მინდოდა განსხვავებული, ორიგინალური ჟურნალი დამემზადებინა. ჯერ ამ ოთხეულის პერსონალური ფოტოსესია უნდა მომეწყო და გადავწყვიტე 8 გვერდიანი ჟურნალი გამეკეთებინა თავისი მოკლე ინტერვიუებით: რაზე ოცნებობენ, რა უნდოდათ გამოსულიყვნენ, ჯადოსნური ჯოხი რომ ჰქონოდათ რას გააკეთებდნენ და ა.შ. მთავარი კი ის იყო, რომ გარეკანიც პერსონალური და ინდივიდუალური უნდა დამზადებულიყო, თუმცა როგორც კი ეს იდეა გავაჟღერე მთელმა რედაქციამ აიტაცა – ყველას მოუნდა შვილისთვის და შვილიშვილისთვის გაეკეთებინა იგივე და მაშინ მთავარმა რედაქტორმა გადაწყვიტა ფართო მასებზე გავსულიყავით.

ზუსტად ორ თვეში თბილისის 70მდე სკოლიდან 2000 პირველკლასელს მოვუყარეთ თავი და ერთ დიდ კატალოგად გამოვეცით – რომელიც ვირუსივით მოედო ქალაქს. 24 საათიანი მუშაობის შედეგად კატალოგი დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ ჩავაბარეთ ბავშვებს და მეორე სემესტრიდან უამრავი სკოლა უკვე თავად დაგვეკონტაქტა და შეგვიკვეთეს – მათშორის რეკავდნენ ის მშობლებიც ვინც თავიდან ვერ აღიქვა ან არ მოინდომა და მონაწილეობა არ მიიღო პირველ გამოცემაში.

რამ გამოიწვია ასეთი დაინტერესება?

უმაღლესმა პოლიგრაფიულმა ხარისხმა რომელიც დღემდე უცვლელია. ძალიან ფერადოვანი, ხალისიანი და საინტერესო გამოცემა იყო. კლასელები ერთმანეთის ინტერვიუებს კითხულობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთმა ბავშვებმა იპოვეს ერთმანეთი ამ ჟურნალში ვინც ბაღში ერთად სწავლობდნენ, მაგრამ სხვადასხვა სკოლაში აღმოჩნდნენ.

ახლა გადახვედით ახალ სტილზე და უკვე კონკრეტულად ერთი კლასის ინდივიდუალურ ჟურნალებს ბეჭდავთ. რთული და ძვირი არ არის ასეთი მცირე ტირაჟის დაბეჭდვა? თანაც ყდას სახელობითს უკეთებთ – ყველა ბავშვშვი თავისი ჟურნალის გარეკანზე იბეჭდება…

რთულია, მაგრამ კარგი გუნდი ვმუშაობთ რომ ყველაფერი მაღალ ხარისხში იყოს შესრულებული.  სტამბის ხელმძღვანელობასაც ისე მოსწონს ეს ახალი, თანამედრვე სტილის ალბომები, რომ ხელს გვიწყობს. წარმოიდგინეთ ჩვენ მივდივართ სკოლაში ასაწყობი (მოძრავი) ფოტოსტუდიით, განათება, ფარდა და ასე შემდეგ… ვიღებთ ყველა ბავშვს. აბსოლუტურად უკლებლივ ვისაც სურს ჟურნალის დამზადება თუ არ სურს. აბსოლუტურად ყველა ბავშვია ჩართული ამ პროცესში და ყველასგან ვიღებთ მოკლე ინტერვიუებს; ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თუ ვინმეს მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ალბომის დამზადების ბავშვს გული არ დაწყდეს და ამიტომაც უკლებლივ ყველას ვრთავთ ამ პროცესში, რომელიც ძალიან სახალისოა. მერე ფეისბუქზე ვტვირთავთ ყველას თითო-თითო ფოტოს, მშობლები იზიარებენ, აკომენტარებენ და მოკლედ არის დიდი ჟრიამული. მასწავლებლებს ჰგონიათ მივალთ, 1-2 ფოტოს გადავიღებთ და წამოვალთ, მაგრამ გადაღებებს რომ აღარ ვამთავრებთ ლამის ძალით გამოგვყარონ ხომე სკოლიდან – უნდა ნახოთ ბავშვები როგორ პოზირებენ და განსაკუთრებით გოგონები როგორ იპრანჭებიან ხოლმე – ეს არის საოცარი პროცესი.

რამე კურიოზიც გექნებათ გასახსენებელი.

კურიოზი ძალიან ბევრია ყოველ წელს, მაგრამ ერთი არასოდეს დამავიწყდება. ვინც პირველ სემესტრში გვიკვეთავს ჟურნალებს საახალწლოდ ვუმზადებთ, ვინც მეორე სემესტრში მათ სამაისოდ უმზადდებათ. პირველ სემესტრში რადგან საახალწლოდ ვაბარებთ ალბომებს ინტერვიუში ერთ-ერთი კითხვა გვაქვს: რა გინდა მოგიტანოს თოვლის ბაბუამ? – ანუ მშობელმა რომ იცოდეს რა სურს მის შვილს. 31 დეკემბერს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა დამირეკა და მითხრა რომ ახალი ბინა შეიძინეს და შესაბამისად მისი შვილის საჩუქარი ახალ მისამართზე მიმეტანა. დავიბენი, ენა ჩამივარდა, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, თან უხერხულობაშიც არ მინდოდა ჩამეყენებინა იმხელა კაცი, მაგრამ ჩათვალა რომ მისი შვილისთვის მე უნდა მეყიდა პულტიანი “ვერტალიოტი” რომელიც ღირს დაახლოებით 200 ლარი, ამ დროს როცა ალბომში გადახდილი აქვს 25 ლარი. რომ ავუხსენი რაშიც იყო საქმე დიდად ნაწყენი დამრჩა.

რამდენი ბავშვი უნდა იყოს მსურველი რომ ფოტოსესია შედგეს და დამზადდეს ალბომი?

მინიმუმ 15 ბავშვი მაინც უნდა იყოს მსურველი რომ დაიგეგმოს გადაღება და დამზადდეს ჟურნალი (ალბომი). კერძო სკოლების შემთხვევაში კლასი ძირითადად შედგება 12-15 ბავშვისგან, მაგრამ თუ რამდენიმე პარალელურია და თითო კლასიდან 10-10 ბავშვი მაინც გროვდება ასეთ შემთხვევაშიც მივივდივართ, თუმცა მე ჯერ არ მახსოვს გადაღებების შემდეგ ვინმეს უარი ეთქვას დამზადებაზე – რომ მივსულვართ ნახევარი კლასის  გადასაღებად გამოვსულვართ კლასის სრული შეკვეთით.

გადაღებები ხდება წინასწარი ჩაწერით 599 379773 / 571 379773. ფოტოების სანახავად და დეტალური ინცორმაციისთვის დააჭირეთ ლინკს: Tbiliselebi/Official www.facebook.com/Albomi/

16 გვერდიანი ჟურნალის 4 გვერდის ათვისება შესაძლებელია მშობლების ან პედაგოგის სურვილის მიხედვით. ასევე შესაძლებელია დიზაინის, ფერების, სტილის და მათშორის სახელწოდების (თბილისელები-KIDS) შეცვლაც მშობლებთან/პედაგოგთან შეთანხმებით.

 “მომავალი პროგრესული თაობა ირჩევს სიახლეს”

www.Fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი