ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგიაუკატეგორიო

სასწაულმოქმედი ხატი “დედოფალი”, რომელმაც ერი გააერთიანა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკარგული კავშირი აღადგინა

               რატომ ვერ ხერხდა დღემდე სასწაულმოქმედი ხატის ,”დედოფლის” იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის შექმნილი პირველი ასლის წმიდა მიწაზე წაბრძანება და ქართველთა უძველეს სავანეში “ქართველთა კუთხის ” შექმნა?!

 
ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“  ათონის მთაზე, ივერონში დაბრძანებული “ივერიის ღვთისმშობლის-პორტაიტისად“ წოდებულის ზუსტი ასლია, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა საქართველოში და ის განსაკუთრებულად შეიყვარა მთელმა ერმა. ეს ხატი სასწაულმოქმედი და მსწრაფლშემსმენელია. როგორც მომლოცველები ამბობენ, ზოგჯერ მხოლოდ წუთები გადის ვიდრე საკვირველება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ „დედოფალი“ ახლად გამოჩენილი ხატია, მას უდიდესი საკვირველმოქმედებები აქვს აღსრულებული. „დედოფალზე“ უამრავი სტატია დაიწერა და  მომლოცველებიც ხშირად ჩამოდიან უცხოეთიდან. ხატს ორი მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა.

შარშან ოქტომბრის თვეში ხატი მცველებთან ერთად იმყოფებოდა წმიდა მიწაზე, სადაც იერუსალიმსა და პალესტინაში არსებული ყველა სიწმიდე მოილოცა. მომლოცველები, ბერები, მრევლი უდიდესი პატივით ხვდებოდა „დედოფალს“. ასევე დიდი პატივით შეხვდა ხატს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი კლავდიოსი, რომელმაც ხატის მცველებს შესთავაზა, კურთხევა მისცა: შექმნილიყო „დედოფლის“ ზუსტი ასლი, რომელიც ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით სამუდამოდ დაბრძანდება და იმ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდება. ეს არის საუკუნეების შემდეგ ჯვრის მონასტერთან აღდგენილი კავშირი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა.

უკვე დაიწერა  ხატის პირველი ზუსტი, ულამაზესი ასლი ,რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა.

 

უფლის, ღვთისმშობლისა და ღვთისნიერი ადამიანების შეწევნით ალბათ ახლო მომავალში აღსრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა – იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველთა სავანეს წარმოადგენდა, შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით სამუდამოდ დაბრძანდება „დედოფლის“ ასლი, ხოლო იმ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდება.

ამისთვის საჭიროა გარკვეული ფინანსები, რომელიც ხატის მცველვებს არ გააჩნიათ. არსებობს ფონდი, ანგარიშის ნომერი (საქართველოს ბანკი #GE18BG0000000559017500 მიმღები ზურაბ შიოშვილი), სადაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა და მონაწილეობა მიიღოთ ეროვნული საქმეში, რათა თქვენი სახელები ჩაიწეროს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს  ფურცელში.

ცოტა ხნის წინ “დედოფლის” და მის ასლის შესახებ სიუჟეტი გავიდა გადაცემაში “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად”. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიუხედევად იმისა, რომ ჯვრის მონასტრისთვის “დედოფლის” ასლი უკვე რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, ჯერჯერობით ამ ეროვნულ საქმეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სიუჟეტიდან ასევე კარგად ჩანს საპატრიარქოს დამოკიდებულებაც… არადა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – დედა ღვთისა ნუგეშად მოევლინა მთლიანად ერს და რაც მთავარია მისი სურვილით უნდა აღსრულდეს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. ასე, რომ გავერთიანდეთ ყველა, ერთად აღვასრულოთ დედა ღვთისას ნება და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, ქართველთა ყოფილ უძველეს სავანეში ერთად შევქმნათ “ქართველთა კუთხე” და შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით დავაბრძანოთ ღვთისმშობლის ხატი. 

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6osgSC0Lp5k&feature=youtu.be” width=”1120″ height=”1100″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები