საზოგადოება

საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა!

ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის“ ორგანიზებით რიგით XIX ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება გაიმართა

14 დეკემბერს, თბილის გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც, სულ 38 კომპანია მონაწილეობდა. აქდან, 32 მონაწილე კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი სამკერდე ბროშით – ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო ექვს ინვესტორ კომპანიას გადაეცა მოოქროვილი სამკერდე ბროში – ლომის გამოსახულებით.

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.  სტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი,“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიცილური პირები.

ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ.

საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია – გრან-პრის მფლობელი, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა და წელს, გამარჯვებული კომპანია „ავერსი და პაატა კურტანიძე გახდა.

ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მონაწილეებს ამ დაფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული 9 000 თანამშრომელის სახით, იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია ასეთი წარმატებული ყოფილიყო  მომავალი წელს არისავერსის” 25 წლის იუბილე, რაც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.

ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები იყვნენ

ავერსი; ასკანელი ძმები; ბადაგონი; ბაზისბანკი; ბრავო რექორდს; გალფი; გეოპლანტი/გურიელი; გიუაანი; დანკინ’ დონატსი; დუგლაძეების ღვინის კომპანია; ენსისი; ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი; ზარაფხანა; კავკასიისავტოიმპორტი; ლილო მოლი; ნიკორა სუპერმარკეტი; ორბი ჯგუფი; პეესპე ჯგუფი; პეტროკასენერჯი ჯგუფი; სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები; სარაჯიშვილი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი; სოკარი; ტოიოტა ცენტრი თბილისი; ქედის ტუდიო; შუხმან ვაინს ჯორჯია; ჯორჯიან პროდაქტს.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *