მთავარი ბლოკიპოლიტიკა

საქართველომ წარმოშვა სტალინი, ბერია, გამსახურდია.. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება

სანდრა რულოვსი: ჩვენ ძალადობას ნამდვილად აღარ გავიმეორებთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის სანდრა რულოვსის ინტერვიუდან მოკლე ამონარიდი რომელიც მან დანიურ გაზეთს მისცა:

სანდრა რულოვსი – “საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები. სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს… ამ ლიდერთა თვალთახედვა სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი.
 
მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. – აცხადებს რულოვსი.
“მე ძალიან ხშირად ვესაუბრებოდი მიშას, რომ უნდა ვიცოდე, თვალებში შეგხედავ-მეთქი და ნამდვილად უნდა ვიცოდე, რომ რაც ცუდი მოხდა აღარ განმეორდეს. დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ ჩვენ ძალადობის გამეორება ნამდვილად არ გვექნება. – ეს განცხადება კი სანდრა რულოვსმა გასულ კვირას კორცხელში გააკეთა.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები