ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრი  ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრი  ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ხოკრიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა.
ელგუჯა ხოკრიშვილი ამ თანამდებობაზე გასული წლის ზაფხულში დაინიშნა.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ხოკრიშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, დღის განმავლობაში გაკეთდება.

ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებას არ იწვევს.
ელგუჯა ხოკრიშვილი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები