მთავარი ბლოკისაზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებო ! – დღესვე დარგეთ ერთი მცენარე მაინც

პროექტის მიზანია, ყველა მოქალაქემ დარგოს მინიმუმ თითო ნარგავი მომდევნო 3 თვის განმავლობაში საქართველოს ყველა რაიონში, ყველა დაბაში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში. 

საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობისა“ და კომპანია „სუპერ მოურავის“ უფასო სოციალური პროექტი
???
ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში გაჩენილი ხანძარი აუნაზღაურებელი ეკოლოგიური კატასტროფაა ქვეყნისათვის. რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაჩენილი ხანძრის გამო ჩვენი ქვეყნის ისედაც უაღრესად დაზიანებული ეკოსისტემა კიდევ უფრო დაზარალდა. ამ კატასტროფული ზიანის შედეგების აღმოფხვრას თაობები დაჭირდება. ამაზე ზრუნვა ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ და მომავალ თაობებს იმაზე მეტი პრობლემები დაუტოვოთ ვიდრე უკვე ვუტოვებთ. ამიტომაც, დღესვე არის ამაზე ზრუნვა დასაწყები.


საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობა“ და სამებაღეო კომპანია „სუპერ მოურავი“ იწყენებ სოციალურ ფართომასშტაბიან პროექტს „დარგე ერთი მცენარე მაინც დღესვე“.
პროექტის მიზანია ყველა მოქალაქემ დარგოს მინიმუმ თითო ნარგავი მომდევნო 3 თვის განმავლობაში საქართველოს ყველა რაიონში, ყველა დაბაში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში. თითო ხე თითო ქართველის მიერ თითო ქართველს!!!


პროექტის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ: დარგვის ორგანიზებას, ნარგავით უზრუნველყოფასა და სამოქალაქო აქტივობის ეროვნულ სიაში ყველა დამრგველის სახელობით განთავსებას, გამოქვეყნებას.
სოციალური პროექტი მიმართვას ყველა მოქმედ კომპანიას, საბანკო სექტორს, სახელმწიფო დაწესებულებებს, კერძო პირებს აქტიურად ჩაერთონ პროექტის განხორციელებაში მისი ყველა მიმართულებით – ხარჯების მობილიზება და გამჭირვალეობა, გადაადგილება, უზრუნველყოფა და სხვა.

„სუპერ მოურავი“ და „სახალხო თვითმმართველობა“ უზრუნველყოფენ უფასო მუშა ხელსა და საინიციატივო ჯგუფების შექმნას ქვეყნის მასშტაბით.


ყველა ფინანსური ხარჯი პერიოდულად გამოქვეყნდება უკანასკნელ თეთრამდე და ყველა ტიპის მედია საშუალებით მიეწოდება საზოგადოებას !!!


საბანკო რეკვიზიტებს და საკონტქტო ნომერს მოგაწვდთ დამატებით.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *