შოუ-ბიზნესი

საქართველო რუსეთთან კიდევ ერთხელ დამარცხდა და ქართველებმა ნებით დაუთმეს ამჯერად ევროპული სცენა

სოფო გელოვანი, ზაზა წურწუმია და სტუდია “ბასტი ბუბუს” ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე ეს ის ადამიანები არიან ვინც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა 2 ქულით წააგებინა ევროვიზიის სცენაზე რომელსაც ევროპის 27 ქვეყანაში პირდაპირ ერთერში უჩვენებდნენ!

ცხადია მარტო აღნიშნულ სამეულს არ მიუღია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ეს ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან, კონკურსის მთავარ პროდიუსერებთან შეთანხმებული იყო, თუმცა საკითხავია პროდიუსერებმა ვისგან მიიღეს ან საერთოდ მიიღეს თუ არა ვინმესგან დასტური ქვეყნის ერთ-ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილების შესახებ?

გარდა იმისა, რომ ნახევარმა საქართველომ ამ კონკურსის ჩატარების ვერც დაწყება გაიგო და ვერც დასრულება – რამდენიმე გასაბერი ბუშტის გარდა დედაქალაქშიც ზეიმის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა. ერთი სიტყვით ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებულმა უღიმღამოდ ჩატარებულმა ევროვიზიამ თავისი ერთი სამარცხვინო ქმედებით აალაპარაკა საქართველო და ამით მაინც მოახერხა მოსახლეობის ყურამდე მიეტანა 27 ევროპული ქვეყნის კულტურული ზეიმის ამბავი.

და ბოლოს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა ქართულ პრესასთან, რომელიც აქტიურად გააშუქებდა ქვეყნის ამ მნიშვნელოვან მოვლენას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობა (თუკი ასეთი არსებობდა) ძალიან არაორგანიზებული და ბუნდოვანი იყო.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *