პოლიტიკა

საქართველო ქვეყნიდან რუსი დიპლომატის ნაცვლად ტექნიკურ თანამშრომელს აძევებს

რუსეთმა საქართველოს ნოტის შესწავლა დაიწყო

საქართველო დასავლეთის პროტესტს უერთდება და ოფიციალური თბილისი ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას იღებს. შესაბამისი ნოტა შვეიცარიის საელჩომ უკვე მიიღო და უწყებაში მოქმედ რუსეთის ინტერესების ჯგუფს გადასცა.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში მომუშავე 10 რუსი დიპლომატიიდან კონკრეტულად ვის შეეხო ქართული სანქცია. თუმცა როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა განმარტავს, რომ საქართველოს ნოტა რუსეთის ინტერესთა სექციის ტექნიკურ თანამშრომელს ეხება და მისი შესწავლა რუსეთში უკვე დაიწყეს.

ზახაროვას კომენტარიდან ირკვევა, რომ ნოტა არ ეხება ევგენი კონიშევს, რომელიც რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელია საქართველოში და მანამდე კი რუსეთის კონსული იყო გიუმრიში.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *