ეკონომიკა

“სახალხო თვითმართველობა” სემეკს პროკურატურაში უჩივის დენის ტარიფის ზრდის კანონიერების გადახედვის მოთხოვნით

3 იანვარს “სახალხო თვითმართველობამ” პროკურატურაში შეიტანა განცხადება რომლითაც ითხოვს შესწავლილ იქნას სემეკის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის კანონიერებასთან დაკავშირებით. “სახალხო თვითმართველობის” განცხადებით სემეკის არგუმენტი ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით არ მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

2018 წლის 3 იანვარს 14.00 სთ-ზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სახალხო თვითმმართველობის” რამოდენიმე წევრი და ჩვენი მეგობრები შევიკრიბეთ სემეკის შენობასთან, დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი ელექტროენერგიის ტარიფის მომატების კანონიერებასთან დაკავშირებით, შევიმუშავეთ პროკურატურაში ჩასაბარებელი განცხადების საბოლოო ვარიანტი და ჩავაბარეთ განცხადება პროკურატურას. დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული და საქმიანი გამოდგა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ ჩვენი სამოქალაქო პროტესტი მხოლოდ ლიტონ სიტყვებად არ დარჩება და რომ ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივყვანთ. იმედი გვაქვს შემდგომი ჩვენი შეხვედრა უფრო მრავალრიცხოვანი იქნება და სამოქალაქო საზოგადოებაც უფრო ხმამაღლა იტყვის თავის სათქმელს.

სემეკმა აბსურდის ზღვარს გადასული განცხადება შემოგვთავაზა. თურმე ნუ იტყვით – მომავალი ინვესტიციისთვის ტარიფის წინასწარი გაზრდა ყოფილა ინოვაციური ნაბიჯი ბუნებრივი მონოპოლისტის წახალისებისათვის და მსგავსი ინოვაციების შემუშავებას მათ სემეკის შესახებ დებულება ავალდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს პროკურატურაში ჩვენს მიერ განცხადების შეტანის მართებულებას. სასწრაფოდ მოძებნილ ამ ბოდვითი ვერსიის დასამტკიცებლად მათ მოუწევთ შესაბამისი წინასწარი ხელშეკრულებების წარდგენა, რაც ბუნებაში არ არსებობს. მათ მოუწევთ აგრეთვე შეუსრულებელ ინვესტიციებზე პასუხისმგებლობის აღება. ჩვენს წერილზე პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ წარმოვადგინოთ დამატებითი არგუმენტები სემეკის გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით.
“სახალხო თვითმმართველობის” სახელით. – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე.

www.Fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *