მთავარი ბლოკიპოლიტიკა

„სახალხო პარტია“-ირაკლი ალასანიას არასერიოზული, უპასუხისმგებლო და დილეტანტური ბრიფინგი.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მხრიდან უკვე დიდი ხანია გრძელდება სიმულაციები და ინსინუაციები საფრანგეთთან “საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე”. 3 აპრილს კი“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით არასერიოზული, უპასუხისმგებლო და დილეტანტური გამოსვლის მომსწრენი. მან დიდი რიხით გვამცნო, ფრანგულ მხარესთან ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვის უფლებაზე.

მემორანდუმის ხელმოწერა პრემიერმა  ღარიბაშვილმა  ამიკრძალა, ეს აკრძალვა კი ახლანდელმა თავდაცვის მინისტრმა, ჯანელიძემ, გადმომცაო. სახეზეა შიდა კოალიციური პრობლემების სახელმწიფოებრივ პრობლემად გადაქცევის, ექს-თავდაცვის მინისტრის მიერ ქვეყნის ინტერესებით ვიწროპოლიტიკურ ჭრილში სპეკულირებისა და ამ პროცესებში საზოგადოების ჩათრევის მცდელობა, რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფოს სტაბულურობასა და ქმედითუნარიანობაზე… მიუხედავად ამისა, “სახალხო პარტია” საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს პრობლემის უფრო მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც გაცილებით მძიმე შედეგის მომტანი იქნება. არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს ითხოვს _ ნუთუ“თავისუფალმა დემოკრატებმა” სხვა “აქტუალური თემა ვერ მოძებნა” კოალიციიდან “ღირსეული წამოსვლისათვის” ?! ვისთვისაა ეს განცხადებები გამიზნული (ნაკლებადსავარაუდოა ეს ქართული საზოგადოება იყოს)?! ამ განცხადებებით რა მდგომარეობაში ვაყენებთ სტრატეგიულ პარტნიორებს?! ირაკლი ალასანიას კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ სამხედრო შეიარაღებაზე მოლაპარაკებები, მსოფლიო-ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უკიდურესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში უნდა მიმდინარეობდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებული თუ პოტენციური მოწინააღმდეგის მხრიდან წინმსწრები ან სამაგიერო ნაბიჯების გადადგმა. მსგავსი შეთანხმებები არ იწყება პრეზენტაციებითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დეკლარირებით, როგორც მან დასახელებულ აკრძალვამდე გააკეთა დასავლელ ჟურნალისტებთან, არამედ, ქვეყნის, სამშობლოს ერთგულებით გამსჭვალული ქმედებებითა და კონფედენციურობის დაცვით კეთდება და ფართო საზოგადოებისთვის წარმატებით დამთავრების შემდეგ ხდება ცნობილი.

ამავდროულად, აუცილებელია მთელი ხელისუფლების მკაფიო და ერთიანი პოლიტიკური ნება და სურვილი. პარტნიორების პოლიტიკური ხედვების, შესაძლებლობებისა და მზადყოფნის გათვალიწინების გარეშე სერიოზული შედეგის დადება შეუძლებელია. ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე, ბატონ ირაკლის და “თავისუფალ დემოკრატებს” კოალიციაში შესვლამდე და თანამდებობების მიღებამდე უნდა ეფიქრად, ახლა ძნელად თუ დააჯერებენ ვინმეს, რომ “კოალიციამ” შეცვალა კურსი. პოლიტიკაში გაუცნობიერებელი ხალხისთვისაც მარტივი მისახვედრია, რომ ქვეყნის ხარჯზე საკუთარი წარმატებულობის დემონსტრირება და გაუთვლელი განცხადებების კეთება (კიდევ ერთი მაგალითი, სირიელი მეამბოხეების საქართველოში ნატოს ინსტრუქტორების მიერ მომზადების საკითხის ხმამაღლა განცხადება), საბაბი ხდება რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკური კლიმატის შექმნისა საქართველოში. ეს ქმედებები, რბილად თუ ვიტყვით, ძალიან წააგავს მიხეილ სააკაშვილის მიერ, საკუთარი პიარის ფონზე, რუსებისათვის კონტრიბუციად მირთმეულ დასავლურ სამხედრო აღჭურვილობას და ქართულ სისხლსა და მიწას კოდორსა და სამაჩაბლოში.

ასევე, თუ უფიქრია ბატონ ირაკლის რა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, მათთვის გაუგებარი და ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე პროვოკაციული განცხადებების გამო და ეს იმ ფონზე, როცა საფრანგეთმა უარი უთხრა რუსეთს, უკვე ხელშეკრულებით გაფორმებული მოიერიშე შვეულმზიდი “მისტრალების” გადაცემაზე. მიუხედავად ზემოთთქმულისა, შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მმართველი კოალიციის წამყვან პოლიტიკურ ძალას – “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, რომლის გადაწყვეტილებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე, გარკვეული ჯგუფები დაუმსახურებლად აღზევდნენ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი გაუთვლელი ნაბიჯების გამო დღეს პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობა დგას ეჭვსქვეშ. განვითარებულ მოვლენებში შეუძლებელია არ აღინიშნოს ქვეყნის უმაღლესი ძალაუფლების მქონე პირის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის გადადგმული არადამაჯერებელი და შეუსაბამო ნაბიჯები. “სახალხო პარტია” მიმართავს ხელისუფლებას და კერძოდ პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიას ქმედებები შესაბამის შეფასებას იმსახურებს, მაგრამ თუ ეხლა მაინც ვერ შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებას, სამართლებრიობის დამკვიდრებისთვის საჯარო სივრცის გახსნას ყველა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფისთვის, ქვეყნის საგარეო ვექტორის მკაფიო იდენტიფიცირებას და დეკლარირებული ღირებულებისადმი ერთგულების საქმით დაამტკიცებას საზოგადოების რისხვა ძირითადად მისკენ იქნება მიმართული.[hana-code-insert name=’br’ /]

Locate a reputable seller and check the legitimacy of the pop over to this company vendor before buying.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები