მთავარი ბლოკი

,,სახალხო პარტია” სფფ-ის არჩევნებთან დაკავშირებით — წრეზე ტრიალით განახლება შეუძლებელია!

,,სახალხო პარტია” კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა რა საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მართველობის ძველი საბჭოურ-ბოლშევიკური სისტემა, არ შეცვალა წინა ხელისუფლების მართვის სტილი და შედეგად ვღებულობთ გაუგებარ, ხელოვნურად შექმნილ და წინააღმდეგობით აღსავსე ქვეყანის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც არც მთლიანად ქვეყნის და არც სხვადასხვა კონკრეტული სფეროს განვითარების საშუალებას არ იძლევა.
ამის ნათელი მაგალითია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევნები. აქაც მოვლენები ემოციურ ფონზე ვითარდება, უკანა პლანზეა გადაწეული კონცეპტუალური ხედვები თუ პროგრამები და არჩევნები მხოლოდ დაინტერესებული ჯგუფების უღირსი ბრძოლის არენად არის გადაქცეული.
ნუთუ არ გვეყო მწარე გაკვეთილებად ფედერაციის პრეზიდენტის თითქმის ყველა წინა არჩევნები და მათი შედეგი _ ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა!
ნუთუ დღემდე ვერ დავრწმუნდით, რომ სახელისუფლებო თუ ფედერაციის ადმინისტრაციული რესურსისა და სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით მიღებული შედეგი ქართული ფეხბურთის საქმეს არ წაადგება!
არაფერს ვამბობთ ჩვენს ავტორიტეტზე მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს თვალში.
აღმაშფოთებელია ფედერაციის წესდებით მანიპულირებები, რეგლამენტისა და დელეგატთა ხშირი ცვლა, არჩევნების დღეს ერთ-ერთი დელეგატის დაპატიმრება და სხვა მრავალი ფატქი, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში, მით უმეტეს, უეფა-ს დელეგაციის სტუმრობის დროს.
გაუგებარია, როგორც ყრილობის დარბაზში ხელისუფლების წარმომადგენლების, მიუხედავად მათი სპორტული წარსულისა, უეფა-ს წარმომადგენლების დასანახად ყოფნა, ასევე, დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერთა, აშკარად დაგეგმილი და აგრესიული ქმედებები.
დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და მის გარშემო მიმდინარე უკანონო და არაჯანსაღ პროცეზებზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მისი კომპეტენციის სფეროში სრული უმოქმედობისა და კომპეტენციის სფეროს გარეთ ხისტი ჩარევების გამო. ხელისუფლების ასეთი ქმედება კი ჩრდილს აყენებს ჭეშმარიტი გულშემატკივრების ფეხბურთის სამყაროში განახლების სურვილს (საკითხავია უეფასა და ფიფას მომავალი რეაქციაც).
რაც შეეხება განახლებას, სფფ-ს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების წარსულისთვის ერთი წამით თვალის გადავლებაც კი გვათქმევინებს – ,,ეს ხომ ბევრჯერ გვაქვს ნანახი!”
წრეზე ტრიალით განახლება შეუძლებელია!
P.S. – როგორც ცნობილი გახდა სფფ-ს პრეზიდენტად არჩეულ იქნა ლ.კობიაშვილი.
ვულოცავთ მას ამ საპასუხისმგებლო მისიას და ვუსურვებთ წარმატებებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი დაამთავრებს სფფ-ში არსებულ ზემოთაღნიშნულ მანკიერ პრაქტიკას.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები