მთავარი ბლოკიპოლიტიკა

სახალხო პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას – “სემეკმა” თავის ფუნქცია შეასრულოს ან საერთოდ გააუქმდეს

დღეს საქართველოს ენერგეტიკა საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება, ქვეყანას არ გააჩნია ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს დარგის განვითარების პერსპექტივებს და ასევე დღის წესრიგში დგას მრავალი სხვა დიდი თუ პატარა პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარების გარეშე ქვეყნის ენერგეტიკას განვითარება არ უწერია.
ჩვენ არ შევეხებით ყველა იმ პრობლემას რაც ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგის წინაშე დგას, მაგრამ გვინდა გამოვხატოთ პოზიცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ. აღნიშნული კომისია შექმნილია ენერგეტიკის დარგის საბაზრო ეკონომიკის პირობებში გადაყვანის გამო და მას უნდა დაერეგულიებინა ენერგეტიკის სუბიექტებს შორის ურთიერთობები, განესაზღვრა ტარიფები, დაეცვა მომხმარებელთა უფლებები და სხვა.
წლების განმავლობაში ენერგომამების მიერ ამ დარგს გამოეცალა მისი ძირითადი უფლებები და ის უკვე არანაირად არ პასუხობს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს. ქვეყანაში მოქმედმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა ისედაც ბუნებრივ მონოპოლიაში მყოფი სუბიექტები გადააქცია ხელოვნურ მონოპოლისტებად და ,,სემეკი” რეალურად მოგვევლინა ფასადურ დაწესებულებად იმის დასტურად, რომ თითქოს საქართველოში ენერგეტიკა საბაზრო პირობებში ფუნქციონირებს.
რეალურად კი მივიღეთ ისევ მონოპოლისტური გარემო, ოღონდ პასუხისმგებლობა დარგზე სახელმწიფოს კი აღარ აკისრია, როგორც ეს უნდა იყოს ამ შემთხვევაში, არამედ მომხმარებელს (არ გადაიხდი? დენი არ გექნება, ჰესს არ აგვაშენინებთ – დენი ძველებურად გრაფიკით გექნებათ).
ასეთ პირობებში დარგს განვითარება არ უწერია, ტარიფების ზრდას კი ზედა საზღვარი.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე სახალხო პარტია მიმართავს ხელისუფლებას და ითხოვს, რომ გააუქმდეს მოქალაქეთა ხარჯზე ძვირადშესანახი და უფუნქციო ,,სემეკი” და თავად სახელმწიფომ აიღოს სრული პასუხისმგებლობა ენერგოსექტორის გამართულ ფუნქციონირებაზე, ან დაარღვიოს მონოპოლისტური გარემო და დარგი ჩააყენოს რეალურ საბაზრო ეკონომიკის პირობებში.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები