მთავარი ბლოკისაზოგადოება

სახელოვანი ფალავანი თემურ აფხაზავა 65 წლისაა

 

  • სახელოვანი ფალავანი – თემურ აფხაზავა 65 წლისაა
თემურ აფხაზავა დაიბადა იუბილარად და ჩვენგან ზარზეიმიანი იუბილე
ეკუთვნის.
მილოცვა ეკუთვნის ბრძოლებში გამარჯვებების ფართო და ერთგული,
სამეგობროს ყოლისთვის, პრინციპული, კეთილშობილი, თავდადებული, წესიერი,
სამშობლოს მოყვარული, უშიშარი კაცის სახელისთვის რომელსაც მრავალი
ჰყვანან თავის სასწორზე დამდებნი.რაც მთავარია ღვთის მადლიერება ეკუთვნის
სხვა ყველაფრის გარდა იმ მრავალი და მრავალი ჭეშმარიტად საქები
სიტყვისთვის, რომლითაც ნაცნობნი და უცნობნი იხსენიებს.
მაგრამ დღეს აქ პატარა ქვეყანაში რომელსაც განსაცდელი არასდროს კლებია
ჩვენი თემურის საიუბლეო თარიღი ამ თემით ვერ შემოიფრგლება. ჩვენ უნდა
ვუსურვოთ თემურს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა იმ განსაცდელში, რომელიც
უფალმა, ჭეშმარიტად გამოსაცდელად მოგვივლინა. ქართველი ერი ამ
განსაცდელს ღირსეულად უძლებს, მოყვასის თვალში მტრის თვალში და რაც
მთავარია საკუთრ თვალში.
დღეს ქართველი კაცი უფრო ამაყია ვიდრე სამითვის წინ იყო, ღმერთმა სიამაყე
დამსახურებულად მოუტანა ქართველს, მათ შორის რათქმა უნდა პირველთგან
ღირსებით დამშვენებულ მამულიშვილ თიმურაზ აფხაზავას.
ვერავინ წაშლის ჩვენს დღევანდელ სიხარულში თემურის სახელგანთქმულ
მწვრთნელების : ილია ბობოხიძის, ჯემალ კოსტავასა და ესტატე გოგლიჩიძის
ღვაწლს.
ღმერთმა მისცეს თემურ აფხაზავს ყველა სიკეთე.
რომან რურუა, ესტატე გოგლიჩიძე, მიხეილ სალაძე, პაატა კოღუაშვილი
P.S
თეიმურაზ აფხაზავა – სპორტის დამსახურებული ოსტატი დაჯილდოებულია
ხალხთა მეგობრობის ორდენით , ღირსების ორდენით, ჭიდაობის მსოფლიო
ფედერაციის* ორდენით, 2000 წელს დასახელებული იქნა ქუთაისის*მეოცე
საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის
საუკეთესო ფალავნად. 1983 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.
არის სპორტის რაინდი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. სპორტული შედეგები:
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს
შორის,საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი. საბჭოთა
კავშირის თასის მფლობელი, ევროპის ორგზის ჩემპიონი 1983-84 წლებში,
ორგზის ევროპის პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1982-83 წლები,
მსოფლიო სუპერჩემპიონატის* გამარჯვებული(1985)წ, მსოფლიო თასის
მფლობელი (1985) წელი. იაპონიის, აშშს , ნორვეგიის, გერმანიის,
საბერძნეთის, იტალიის,* ავსტრიის და მრავალი სხვა დიდ საერთაშორისო
ტურნირების გამარჯვებული.
კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *