მთავარი ბლოკიპოლიტიკასაზოგადოება

სევდია უგრეხელიძეს 7 თვეში სახელფასო დანამატის სახით 23 456.09 ლარი აქვს აღებული

d5f1de5cd5aae55abd1242735a8261aaთბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე 2014 წელს, როგორც თბილისის ვიცე-მერი, სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებდა.

მერიის მიერ, საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ nsp.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უგრეხელიძეს 2014 წლის 1-ლი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, სახელფასო დანამატის სახით, ჯამში 23 456.09 ლარი აქვს აღებული.

უწყების ცნობით, უგრეხელიძე იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველთვე დამატებითი ანაზღაურების სახით 3 670 ლარს იღებდა. რაც შეეხება მეშვიდე თვეს, უგრეხელიძემ ივლისში სახელფასო დანამატის სახით, 1 436.07 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თებერვალში, აპრილში, მაისსა და ივნისში, სევდია უგრეხელიძეს სახელფასო დანამატთან ერთად პრემიაც აქვს მიღებული, ჯამში 13 050 ლარის ოდენობით. მერიის ინფორმაციით, ეს თანხა თვეების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თებერვალი – 1 250 ლარი;
აპრილი – 1 950 ლარი;
მაისი – 5 900 ლარი;
ივნისი – 1950 ლარი.

შეგახსენებთ, რომ სევდია უგრეხელიძე 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე თბილისის მერის მოვალეობას ასრულებდა. არჩევნების შემდეგ კი, თბილისის საკრებულოს წევრია.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები