ისტორიარელიგია

სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკს ხელში ეჭირა ორი ყველაზე პატარა ბავშვი და ზღაპარს უყვებოდა

„ყველა ადამიანი არამზადა როდია,“ – უთხრა ფაშისტებს ადამიანმა, რომელიც ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში.
ამ დროს კორჩაკთან მივიდა ესესის ოფიცერი და ჰკითხა: „ეს თქვენ დაწერეთ ‘მეფე მათეუში’? წაკითხული მაქვს ეს წიგნი ბავშვობაში. კარგი წიგნია. თავისუფალი ხართ.“ – „და ბავშვები?“ – იკითხა იანუშმა. „ბავშვები გაემგზავრებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვაგონის დატოვება.“ – მიუგო ოფიცერმა. „არა, ცდებით, არ შემიძლია. ყველა ადამიანი როდია არამზადა,“ – ასეთი იყო კორჩაკის პასუხი. რამდენიმე დღის შემდეგ იანუშ კორჩაკი, ბავშვებთან ერთად, შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკს ხელში ეჭირა ორი ყველაზე პატარა ბავშვი და ზღაპარს უყვებოდა მათ, პატარებს, რომლებსაც ეჭვიც კი არ ჰქონდათ იმაზე, რა ელოდათ წინ…
„იდგა საშინელი სიცხე… იანუშმა დააყენა ბავშვები ოთხრიგად, მოჰკიდა ორ მათგანს ხელი და მარშით გაუძღვა წინ… გაზის კამერამდე… მას თავი ამაყად ჰქონდა აწეული და ის ისე მიდიოდა, რომ პოლიციელები უნებლიედ გაიჭიმნენ მის წინაშე და სამხედრო სალამიც კი მისცეს… ერთ-ერთმა მათგანმა გაკვირვებულმა მკითხა — „ეს კაცი ვინ არის?“ მე კი ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ ვტიროდი…“
და ბოლოს მახსენდება კორჩაკის ერთი სასწაულად კეთილი რჩევა:

ეცადეთ, ბავშვებმა არ გაგაღიზიანონ, არასდროს. მაშინაც კი, როდესაც კარზე ყოველ დაკაკუნებაზე მირბიან მის გასახსნელად და ფეხებში გედებიან. გახსოვდეთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ — იმ კარის უკან დგას უფროსი, რომელიც ვერ შემოვა, თუ პატარები არ დაეხმარებიან. შეაჩვიეთ ბავშვი სხვისი დახმარებით და მხარდაჭერით მიღებულ ბედნიერებას! ასწავლეთ ბავშვებს სიყვარული!

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *