ეკონომიკამთავარი ბლოკისიმონ კილაძე

სიმონ კილაძის facebook- ის გვერდიდან – ,,რატომ ყიდულობს აზერბაიჯანი ბუნებრივ გაზს რუსული „გაზპრომ“-ისაგან?”

ჩვენთან კვლავ გრძელდება მითქმა-მოთქმა “გაზპრო”-ისაგან გაზის შესყიდვის განზრახვის თაობაზე. მიზეზად სახელდება ის, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარ”-ს საქართველოსთვის, წინა წლებში ხელმოწერილი კონტრატქებით გათვალისწინებული რაოდენობის გარდა, დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია. თვით “სოკარი” აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოს მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს… მაგრამ როგორ იქნება სამომავლოდ, როცა გარდაბნის თბოელექტროსადგური ამუშავდება, რომელიც დიდი რაოდენობით გაზს მოიხმარს?
და საერთოდ, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ხმები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს უკვე აღარ ჰყოფნის მოპოვებული გაზი შიდა მოხმარებისათვის და ძლივს ახერხებს საექსპორტო ვალდებულებების შესრულებას?
გავეცნოთ ამონარიდს სტატიიდან, რომელიც რუსულ გაზეთ “კომერსანტში” ჯერ კიდევ 19 სექტემბერს გამოქვეყნდა:
**********
აზერბაიჯანული კომპანია „სოკარ“-მა მოილაპარაკა „გაზპრომ“-ან „დროებითი გაცვლითი ოპერაციების შესახებ“, რომლის თანახმად, ოქტომბრიდან „გაზპრომი“ ბაქოს დღე-ღამეში 10 მილიონ კუბმეტრ ბუნებრივ გაზს მია აწვდის (წელიწადში 2 მილიარდ კუბ/მეტრს). აზერბაიჯანი ამ გაზს მიწისქვეშა რეზერვუარებში (საცავებში) ტვირთავს. „გაცვლითი ოპერაციების ჩარჩოებში აზერბაიჯანი 2016 წლიდან გაზს რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონს მიაწვდის“, – განაცხადა „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდუალევმა. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოს დატვირთვა მოეხსნას (ცნობისათვის: ექსპერტთა აზრით, საბადო თანდათან ღარიბდება და შესაბამისად, ნავთობ-გაზის მოპოვება კლებულობს).
გარდა ამისა, მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში „გაზპრომმა“ ხელი მოაწერა კონტრაქტს აზერბაიჯანულ ქიმიურ კომპანია „აზმეკო“-სთან წელიწადში 2 მილიარდი კუბმეტრი გაზის მიწოდების თაობაზე.
ასე რომ, ამ ზამთარს აზერბაიჯანი რუსეთისაგან პირველად, 2008 წლიდან, გაზის სერიოზულ მოცულობას შეისყიდის.
2010 წელს „გაზპრომი“ აზერბაიჯანისაგან თვითონ ყიდულობდა 3 მილიარდ კუბ.მეტრ გაზს ჩრდილოეთი კავკასიისათვის, მაგრამ ახლა ბაქოს საკუთარი გაზი საექსპორტო ვალდებულებების შესასრულებლად აღარ ჰყოფნის. ამჟამად აზერბაიჯანმა, კონტრაქტების თანახმად, თურქეთს 6,6, მილიარდი კუბ.მეტრი გაზის უნდა მიაწოდოს წელიწადში, საქართველოს – 2 მილიარდი და ირანს (გაცვლითი ოპერაციების თანახმად), 400 მილიონ კუბ.მეტრამდე. საინტერესო ფაქტია, რომ თურქეთი, 2013 წლამდე, ზემოთ დასახელებული რაოდენობის გაზს (ანუ 6,6 მილიარდ კუბ.მეტრს) სრული მოცულობით არ ხმარობდა (მაგალითად, 2013 წელს მხოლოდ 4,4 მილიარდი მოიხმარა), მაგრამ როცა 2014 წელს ანკარამ 5,3 მილიარდი კუბ.მეტრი გაზი მოითხოვა, აზერბაიჯანი იძულებული გახდა რუსეთისათვის მიწოდება შეეწყვიტა და გაზი თურქეთისათვის გადაემისამართებინა.
აზერბაიჯანში შიდა მოხმარებისთვის გაზის ხარჯვის ზრდა გამოწვეულია იმითაც, რომ ბაქო იძულებულია თავის ნავთობის საბადოებში სულ უფრო მეტი გაზი ჩატვირთოს წნევის შესანარჩუნებლად, რათა არ დაუშვას ნავთობის ამოღების შემცირება. 2013 წლიდან გაზის მოპოვება აღარ იზრდება, ამასთან, 2014 წელს მოპოვებული 29,5 მილიარდი გაზიდან 14 მილიარდი უკან, ნავთობის საბადოებში ჩაწნეხეს. მიმდინარე წლის 8 თვეში გაზის ამოღებამ მოიკლო 5%-ით, ნავთობის – 2,5%-ით. რასაკვირველია, ამგვარ სიტუაციაში აზერბაიჯანი უფრო მეტად ნავთობის ამოღებითაა დაინტერესებული, რადგან „შავი ოქროს“ ექსპორტი „ცისფერ საწვავზე“ უფრო მომგებიანია.
[როგორც ჩანს, ამგვარი სიტუაცია შენარჩუნდება მანამ, სანამ „შაჰ-დენიზის“ გაზკონდესატის საბადოს მეორე რიგი („შაჰ-დენიზ-2“) ექსპლოატაციაში არ შევა].
წყარო: http://www.kommersant.ru/doc/2812254

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები