ბლოგერებიმთავარი ბლოკიპოლიტიკასიმონ კილაძე

სიმონ კილაძის facebook-ის გვერდიდან.

Simon Kiladze
10 სთ. · რედაქტირებული ·
ეს სტატია “ფორბსში” მიხეილ სააკაშვილის აპოლოგეტის მიერაა დაწერილი და “ნაციონალთა” პანეგერიკს წარმოადგენს.
—————
«Forbes» (აშშ), 10 აპრილი, 2015 წელი
http://www.forbes.com/…/putin-prepares-to-reinvade-as-saak…/
ეკა ზღულაძე იმდენად მოთხოვნადი იყო თავის სამშობლოში, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა დარჩენა შესთავაზა
(თავისუფალი თარგმანი)
ამონარიდები ამერიკული გამოცემა «Forbes»-ში 10 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიიდან (ავტორი – მელიკ კაილანი):
„რუსული აგრესიის მიზეზი არ ყოფილა არც მიხეილ სააკაშვილის „პროვოკაცია“ საქართველოში და არც უკრაინელი „ფაშისტები“ ყირიმსა და დონბასში. აგრესიის მიზეზებს მოსკოვი თვითონ იგონებდა და დეზინფორმაციის სახით საერთაშორისო საზოგადოებას კვებავდა, რათა რეაქცია კრემლისთვის სასარგებლო ყოფილიყო. დღევანდელ სიტუაციაში თითქოსდა აღარაა ამის თქმის აუცილებლობა, თითქოსდა ყველას ყველაფერი ესმის, მაგრამ სამწუხაროდ, მთლად ასე არ არის. საქართველოში რუსეთის აგრესია მიხეილ სააკაშვილის „უგუნურ და უპასუხისმგებლო“ მოქმედებას არ გამოუწვევია. [სანამ იგი რამეს მოიმოქმედებდა], რუსული ტანკები როკის გვირაბით უკე სამხრეთ ოსეთში შედიოდნენ. ამ ყველაფერს ის რადიო- და სატელეფონო საუბრების ადასტურებენ, რომლებიც გაიშიფრა და გამოქვეყნდა, დასავლეთი კი მათ იგნორირებას ახდენს. სინამდვილეში კი ასე იყო: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ჯარებს უბრძანა, რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაეწყოთ მაშინაც კი, როცა მათ [რუსებმა] ინტენსიური სროლა დაიწყეს. არადა, თუ არჩეული პრეზიდენტი აგრესიას არ უპასუხებდა, მაშინ ამას ერთი შედეგი მოჰყვებოდა, რაც მოსკოვს სურდა: რეჟიმის შეცვლა. აი, ასე თამაშობს ვლადიმირ პუტინი: აგრესიას არ პასუხობ – წააგებ, უპასუხებ და მაინც წააგებ.
(…)
უკრაინაში დღეს აღმშენებლობითი პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება. რევოლუციას თავისი მიზნებზე უარი არ უთქვამს იმის მიუხედავად, რომ უამრავი საგარეო თუ საშინაო პრობლემა არსებობს. დღეს იქ ამაღელვებელი პროცესი მიმდინარეობს იმისა, თუ როგორ უნდა იყოს დაცული დასავლური ფასეულობები. უკრაინის მთავრობამ თავისთან მიიწვია სახელგანთქმული, კრისტალურად პატიოსანი, ზეკომპეტენტური ქართველი ტექნოკრატები და მათ კორუფციასთან საბრძოლველად საკვანძო როლების შესრულება შესთავაზა. აბა, დაფიქრდით: ქვეყნის მთავრობა თავისთან იწვევს უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რათა მათ ის მართონ! აი, ასეთი შემართებით და განწყობით მოქმედებს უკრაინის ხელისუფლება თავისი იდეალების დასაცავად. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენოკოსთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაშია, მის თანამოაზრეებს კი, ქართველი ყოფილ მაღალჩინოსნებს კიევში მაღალი თანამდებობები უკავიათ. ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმები საერთაშორისო ბრენდად იქცა. რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრებს დღესაც კი ხვდებიან გამოცდილების გასაზიარებლად ისეთი შორეული ქვეყნის წარმომადგენლები, როგორიცაა სურინამი… მათ სურთ ისწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ სახელმწიფო.
უკრაინის სინამდვილიდან ორ მაგალითს დავასახელებ და ესეც საკმარისი იქნება: ქარიზმატული და აბსოლუტურად მოუსყიდველი საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე-გლუკსმანი, რომელიც თავის ქვეყანაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, დღეს უკრაინის შს მინისტრის მოადგილეა. ეკა ზღულაძე იმდენად მოთხოვნადი იყო თავის სამშობლოში, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა დარჩენა შესთავაზა. ეკა ბრძნულად მოიქცა და უარი უთხრა (წარმოიდგინეთ, როგორი კონფლიქტი მოხდებოდა, ეკა რომ თავის თანამდებობაზე დარჩენილიყო: ივანიშვილმა ხომ საზოგადოებაში მაფიოზურო პრაქტიკა დააბრუნა!). ამჟამად ეკა ზღულაძემ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების (შს სამინისტროს) რეფორმა დაიწყო – ამცირებს გაბერილ ბიუროკრატიულ აპარატს და ამზადებს ახალ პერსონალს. ეკა ზღულაძე საოცარი აღმოჩენაა. ზუსტად იგივე შრომისმოყვარე და პატიოსანი, ღირსეული პიროვნებაა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც საქართველოში ჯერ თბილისის მთავარი პროკურორი, შემდეგ პარლამენტის წევრი იყო მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან. სხვა ამოცანებთან ერთად, მას მიზნად აქვს დასახული პროკურატურის გარდაქმნა და ამ სამართალდამცავი ორგანოსადმი საზოგადოების ნდობის დაბრუნება. ისინი ორივე ახალგაზრდები არიან, გამოცდილი და თავდადებული იდეალისტები. მათ სეეძლოთ მაღალი ხელფასები მიეღოთ და მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში უზრუნველად ეცხოვრათ, მაგრამ ამის ნაცვლად მათ სადღეღამისო მუშაობა და უკრაინელი ხალხისადმი სამსახური აირჩიეს“.
———-
მკითხველი, რასაკვირველია, მიხვდა, რომ ეს სტატია “ნაციონალთა” მხარდასაჭერად დაწერილ პანეგერიკს წარმოადგენს. ამ პუბლიკაციის ავტორი მელიკ კაილანი კი მიხეილ სააკაშვილის აპოლოგეტია, ექს-პრეზიდენტზე შეყვარებული, მისი მაქებარი და ლობისტი. იგი, აშკარაა, საქართველოშიც ბევრჯერ არის ნამყოფი და არაა გამორიცხული, კარგად პატივნაცემიც.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები