განათლებაკერძო სკოლებისაზოგადოება

სკოლის ალბომები – ახალი თაობის საუკეთესო არჩევანი

 ძველი ალბომების თანამედროვე ვერსია ჟურნალის სახით თბილისელები KIDS

   შეცვალე ძველი ახლით

 რამდენიმე წელია გამოჩნდა ახალი, თანამედროვე სასკოლო ალბომები, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ფეხს იკიდებს დაწყებით კლასებში. ახალი სტილის ალბომები თანამედროვე ბავშვების თუ პროგრესულად მოაზროვნე მშობლებისა და მასწავლებლების დიდ მოწონებას იმსახურებს, რადგან დრომოჭმულ, კომუნისტურ სასკოლო ალბომებს ვადა ამოეწურა და ამიტომ ახალგაზრდა კრეატიულმა გუნდმა შექმნა ჟურნალის სტილის სრულიად თანამედროვე, სამახსოვრო ფოტოალბომი.

ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უტარდება სტუდიური ფოტოსესია და იბეჭდება მათი პირველი ინტერვიუები ოცნებებისა და სურვილების შესახებ, რაც საკმაოდ ხალისიანს და დასამახსოვრებელს  ხდის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ ჟურნალს.

  • როგორ გაჩნდა იდეა და რა ტიპის ალბომებზეა საუბარი?

ბესო მახარაშვილი: 2013 წელს ჟურნალ “თბილისელების” რედაქციის 4 თანამშრომლის შვილი მივიდა პირველ კლასში და მათთვის საჩუქრად მინდოდა განსხვავებული, ორიგინალური ჟურნალი დამემზადებინა. ამ ოთხეულის პერსონალური ფოტოსესია მოვაწყვე და გადავწყვიტე 8 გვერდიანი ჟურნალი გამეკეთებინა თავისი მოკლე ინტერვიუებით: რაზე ოცნებობენ, რა უნდოდათ გამოსულიყვნენ, ჯადოსნური ჯოხი რომ ჰქონოდათ, რას გააკეთებდნენ და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი 30 წლის წინ ჩემმა მასწავლებელმა 

დაგვაწერინა პირველ კლასში და აპირებდა დამამთავრებელ კლასში, ბოლო ზარზე წაეკითხა, თუმცა მე-5 კლასიდან სკოლა შევიცვალე და დღემდე, რაც მახსოვს იმ ნაწერიდან ის იყო, მინდოდა, ფიზკულტურის მასწავლებელი გამოვსულიყავი. ძალიან მაინტერესებს სხვა დანარჩენზე მაშინ რას ვფიქრობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაგების შესაძლებლობა აღარასდროს მომეცა. ამიტომ გადავწყვიტე, მათი სურვილები სამუდამოდ დამეფიქსირებინა ერთ ჟურნალში. მთავარი კი ის იყო, რომ გარეკანი პერსონალური უნდა ყოფილიყო და ინდივიდუალური ჟურნალი დამზადებულიყო. როგორც კი ეს იდეა გავაჟღერე, მთელმა რედაქციამ აიტაცა – ყველას მოუნდა შვილისთვის და შვილიშვილისთვის გაეკეთებინა იგივე და მაშინ მთავარმა რედაქტორმა გადაწყვიტა ეს ვერსია სკოლებისთვის შეგვეთავაზებინა.

ზუსტად ორ თვეში თბილისის 70-მდე სკოლიდან 2 000 პირველკლასელს მოვუყარეთ თავი და ერთ დიდ კატალოგად გამოვეცით, რაც ვირუსივით მოედო ქალაქს. 24საათიანი მუშაობის შედეგად კატალოგი დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ ჩავაბარეთ ბავშვებს და მეორე სემესტრიდან უამრავი სკოლა უკვე თავად დაგვეკონტაქტა პროექტში ჩასართავად – რეკავდნენ ის მშობლებიც ვინც თავიდან ვერ აღიქვა ან არ მოინდომა მონაწილეობა მიიღო პირველ გამოცემაში.

  • რამ გამოიწვია ასეთი დაინტერესება?

_ უმაღლესმა პოლიგრაფიულმა ხარისხმა, რაც დღემდე უცვლელია. ძალიან ფერადოვანი, ხალისიანი და საინტერესო გამოცემა იყო. კლასელები ერთმანეთის ინტერვიუებს კითხულობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთმა ბავშვებმა იპოვეს ერთმანეთი ამ ჟურნალში, ვინც ბაღში ერთად სწავლობდნენ, მაგრამ სხვადასხვა სკოლაში აღმოჩნდნენ.

  • ახლა გადახვედით ახალ სტილზე და უკვე კონკრეტულად ერთი კლასის ინდივიდუალურ ჟურნალებს ბეჭდავთ. რთული და ძვირი არ არის ასეთი მცირე ტირაჟის დაბეჭდვა? თანაც ყდას სახელობითს უკეთებთ – ყველა ბავშვი თავისი ჟურნალის გარეკანზე იბეჭდება…

_ რთულია, მაგრამ კარგი გუნდი ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ხარისხიანად იყოს შესრულებული. ყოველ წელს შეგვაქვს სიახლე და ვავითარებთ გამოცემას. ხარვეზები და შეცდომები დღემდეა, თუმცა გამოსწორებადი. შარშან, დაახლოებით, 80 ჟურნალამდე თავიდან, ხელმეორედ გაგვიხდა დასაბეჭდი, რადგან ჩვენთვის მთავარია დამკვეთი იყოს ბოლომდე კმაყოფილი. 21-ე საუკუნეში ყველას უნდა ჰქონდეს გარანტირებული ხარისხი. სტამბის ხელმძღვანელობასაც ისე მოსწონს ეს ახალი სტილის ალბომები, რომ ხელს გვიწყობს. წარმოიდგინეთ, ჩვენ მივდივართ სკოლაში ასაწყობი (მოძრავი) ფოტოსტუდიით – განათება, ფარდა და ასე შემდეგ. ვიღებთ უკლებლივ ყველა ბავშვს სურს ჟურნალის დამზადება თუ არა. აბსოლუტურად ყველა ბავშვია ჩართული ამ პროცესში და ყველასგან ვიღებთ მოკლე ინტერვიუებს; ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თუ ვინმეს მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ალბომის დამზადების ბავშვს გული არ დაწყდეს და ამიტომაც უკლებლივ ყველას ვრთავთ პროცესში, რაც ჩვენთვის ძალიან რთული, მაგრამ მათთვის ძალიან სახალისო პროცესია. მერე “ფეისბუქზე” ვტვირთავთ ყველა ბავშვის თითო ფოტოს, მშობლები აზიარებენ, აკომენტარებენ და მოკლედ, არის დიდი ჟრიამული. მასწავლებლებს ჰგონიათ მივალთ, 1-2 ფოტოს გადავიღებთ და წამოვალთ, მაგრამ გადაღებებს რომ აღარ ვამთავრებთ, ლამის ძალით გამოგვყარონ ხოლმე სკოლიდან 

– უნდა ნახოთ, ბავშვები როგორ პოზირებენ,  განსაკუთრებით გოგონები როგორ იპრანჭებიან – ეს არის საოცარი პროცესი. მერე ეს ზღვა მასალა მუშავდება, დაკაბადონდება, კორექტირდება და იბეჭდება. ხშირად გაგვითენებია ღამეები, რადგან ყველა კომფორტთან ერთად ჩვენ ვთავაზობთ 2კვირიან ვადას, ანუ გადაღებიდან 15 დღეში ალბომი მზად უნდა იყოს. როცა გადაღებები ყოველდღიურ რეჟიმშია, ასობით ბავშვზეა საუბარი და ყველა ჟურნალი ინდივიდუალურად მათთვის მზადდება ეს ტიტანური შრომაა. შეიძლება, გიჟად ან აფერისტად ჩამთვალოთ, მაგრამ 24საათიანი უძილობა მავიწყდება როგორც კი მზა ჟურნალები შემაქვს კლასში – ამ დროს უნდა ნახოთ ბავშვების ემოციები, კომენტარები და საოცრად ბედნიერი თვალები.

  • რამდენი ბავშვი უნდა იყოს მსურველი, რომ ფოტოსესია შედგეს და დამზადდეს ალბომი?

_ მინიმუმ 15 ბავშვი მაინც უნდა იყოს მსურველი, რომ დაიგეგმოს გადაღება, თუმცა როგორც გითხარით, გადაღების პროცესში უკლებლივ ყველა ბავშვია ჩართული, მაგრამ მე ჯერ არ მახსოვს, გადაღებების შემდეგ ვინმეს უარი ეთქვას ჟურნალის დამზადებაზე – რომ მივსულვართ ნახევარი კლასის  გადასაღებად, გამოვსულვართ კლასის სრული შეკვეთით. გარდა ამისა, ჩვენი ალბომი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ გარკვეული გვერდების დაგეგმვა შესაძლებელია მშობლებისა და მასწავლებლის სურვილის გათვალისწინებით, ასევე, ფერების შერჩევა ან ჟურნალის სახელის შეცვლა. მაგალითად, კერძო სკოლები ძირითადად სკოლის სახელწოდების დაწერას გვთხოვენ “თბილისელები – Kids”-ის ნაცვლად.

  • კურიოზებიც გექნებათ გასახსენებელი.

_ კურიოზი ძალიან ბევრია ყოველ წელს, მაგრამ ერთი არასოდეს დამავიწყდება. პირველ სემესტრში ვინც გვიკვეთავს ძირიადად, საახალწლოდ ვაბარებთ ხოლმე ალბომებს. ინტერვიუში ერთ-ერთი კითხვა გვაქვს: რა გინდა მოგიტანოს თოვლის ბაბუამ? – ანუ მშობელმა, რომ იცოდეს, რა სურს მის შვილს. 31 დეკემბერს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ახალი ბინა შეიძინეს და შესაბამისად, მისი შვილის საჩუქარი ახალ მისამართზე მიმეტანა. დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, თან უხერხულობაშიც არ მინდოდა ჩამეყენებინა იმხელა კაცი, მაგრამ მან ჩათვალა, რომ მისი შვილისთვის მე უნდა მეყიდა პულტიანი “ვერტალიოტი”, რომელიც დაახლოებით 200 ლარი ღირს, იმ დროს, როცა ალბომში გადახდილი აქვს 25 ლარი. რომ ავუხსენი, რაშიც იყო საქმე დიდად ნაწყენი დამრჩა – თურმე ჩვენს საჩუქარს ელოდებოდა და ამიტომ თვითონ აღარ იზრუნა შვილის საჩუქარზე.

გადაღებები ხდება წინასწარი ჩაწერით 599 379773 / 571 379773. ფოტოების სანახავად და დეტალური ინცორმაციისთვის დააჭირეთ ლინკს:➡️ Tbiliselebi/Official www.facebook.com/Albomi/

16გვერდიანი ჟურნალის 4 გვერდის ათვისება შესაძლებელია მშობლების ან პედაგოგის სურვილის მიხედვით. ასევე შესაძლებელია დიზაინის, ფერების, სტილისა და მათ შორის სახელწოდების (თბილისელები-KIDS) შეცვლაც.

 “მომავალი პროგრესული თაობა ირჩევს სიახლეს!”

www.fact2.ge

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *