შოუ-ბიზნესი

სოფი ბასილაძე “პრაიმშოუს” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივის! – რა მოხდა იმედზე?!

სოფი ბასილაძის ვიდეო სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო სადაც მას უცხო მამაკაცები სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებენ. ინციდენტში მონაწილე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ ჯერ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, მეორე დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100ლარით დააჯარიმა. გასულ კვირას კი სოფი ბასილაძე ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმშოუმ” მიიწვია სტუმრად. 

მინდა აღვნიშნო ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა „პრაიმშოუ“, რომელშიც სტუმრობაზე გაუაზრებლად დავთანხმდი და შემდეგ ძალიან ვინანე. პროდიუსერი დამიკავშირდა და “პრაიმშოუ” არხის ერთადერთ სოციალურ გადაცემად წარმომიდგინა. დაჟინებული თხოვნის შედეგად, დავთანხმდი და თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვთხოვე, მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ საკითხს. ჩაწერის დღეს მივედი და სულ სხვა სურათი დამხვდა: წამყვანების აბსოლუტურად გულგრილი, უვიცი და არაკომპეტენტური მსჯელობა  ძალადობის თემასთან დაკავშირებით და ჩემთან შეუთანხმებელი სტუმრები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განაპირობეს დადგმული ”შოუს” წარმატება. სამწუხაროდ, ტელე-იმედი კვლავ ვერ იაზრებს მედიის როლს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში და როგორც სენსაციასა და სკანდალზე მონადირე ტელევიზია, მხოლოდ საკუთარ რეიტინგზეა ორიენტირებული. იმის ნაცვლად, რომ მედია გრძნობდეს მორალურ და სოციალურ პასუხისმგებლობას კონკრეტულ თემებზე მუშაობისას, იგი მუდმივად მანიპულირებს საზოგადოების განწყობებით, ადამიანების ბედით თამაშის და ღირსების შელახვის ხარჯზე. გადაცემაში ჩემი მისამართით გაისმა სიძულვილის ენის შემცველი ძალადობრივი რეპლიკები: “კომპლიმენტი თუ არ გინდა კაცისგან, ჩასაქოლი ყოფილხარ შენ!” და ა. შ. საბოლოოდ, საერთოდ დაიკარგა გადაცემის ფოკუსი და პრობლემის განხილვის ნაცვლად, ჩემი ინდივიდუალური მიდგომები გახდა მსჯელობის საგანი. როდესაც გადაცემა დავტოვე, აგრესიის ტალღა წამოვიდა თავად გადაცემაზე მომუშავე გუნდის მხრიდანაც, რადგან ხმამაღლა გავაკრიტიკე გადაცემის ფორმატი. მართალია, პროფესიული ეთიკის პრინციპებს იურიდიული ძალა არ გააჩნია, მაგრამ მისი დაცვა ყველა ჟურნალისტისთვის სავალდებულოა. ამიტომ, აუცილებლად ვაპირებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში განცხადების დაწერას და ვიმედოვნებ, რომ პროფესიულ წრეებში მაინც არ დარჩება ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე. – ამბობს სოფი ბასილაძე sapari.ge-სთან ინტერვიუში

წყარო: http://sapari.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *