მთავარი ბლოკიქალი და მამაკაცი

სურნელი მამაკეცებზე ზემოქმედებისთვის

მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შეძლეს მეცნიერებმა გაერკვიათ, რომ სუნის „დამუშავება“ მიმდინარეობს არა ცხვირში, არამედ თავის ტვინში, ხოლო, როდესაც საქმე თავის ტვინს ეხება, შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ არომატის კავშირი მრავალ ფიზიოლოგიურ მოვლენასთან. არომატის ზემოქმედების ორი მექანიზმია ჩამოყალიბებული: ასოციაციური და რეფლექსური. ნაცნობი არომატის შეგრძნებისას, მაგალითად, ძველი სუნამოსი, გვახსენდება ის პერიოდი, როდესაც ამ სუნამოს ვხმარობდით. სწორედ ეს არის ასოციაციური მექანიზმი. რეფლექსური მექანიზმი დაკავშირებულია ცხვირის ღრუში მდებარე განსაკუთრებულ რეცეპტორებზე, რომელთა მგრძნობელობა სუნების მიმართ ყალიბდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. მაგალითად გარკვეულ მცენარეებს ჩვენზე დამაწყნარებელი ზეგავლენა აქვს, მიუხედავად ასოციაციისა.
არომატები ადამიანს უქმნის განსხვავებულ წარმოდგენას სხვადასხვა პიროვნების შესახებ. მაგალითად, გამოირკვა, რომ ის ქალბატონები, რომელთა სუნამოში გრეიპფრუტის არომატი ერია, მამაკაცების შეფასებიდან გამომდინარე, 5-6 წლით ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, რეალურ ასაკთან შედარებით. ქალებს მიაჩნიათ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები უძლურნი არიან სხვადასხვა ხილის არომატის მიმართ. გამოცდილი ქალბატონები, გასული საუკუნის ევროპაში, რამდენიმე წვეთ ვარდის ზეთს ან ატმის წვენს აწვეთებდნენ ელექტრონათურაზე საწინააღმდეგო სქესის სამართავად. იმავე ეფექტს მივიღებთ, თუ თბილი წყლით სავსე ლარნაკში მოვათავსებთ ძლიერი არომატის მქონე ყვავილებს, მაგალითად, ჟასმინს. მაგრამ, გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან მკვეთრმა არომატმა შეიძლება, თავის ტკივილი გამოიწვიოს. ყველასათვის საერთო მაგიური არომატი მამაკაცის დასაპყრობად არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ინდივიდუალურად შეარჩიოთ ის: სთხოვეთ მას, ამოარჩიოს თქვენი სუნამოებიდან საუკეთესო. გამოიყენეთ ეს სუნამო რომანტიკულ და მნიშვნელოვან სიტუაციებში – ამით მამაკაცს გამოუმუშავდება ზემოთ ნახსენები ასოციაციური ყნოსვა, რაც თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ. მაგალითად, მეუღლის მივლინებაში წასვლის წინ, თქვენი სუნამოს ორი-სამი წვეთის დაპკურება მის სამგზავრო ჩანთაზე, სრულიად საკმარისი იქნება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად ახსოვდეთ.
[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close