მეორეხარისხოვანი ბლოკიპოლიტიკასაზოგადოება

ტკიცინა მანეთიანი ჯობია თუ დაჭმუჭნული 100 მანეთიანი – პოლიტიკა ცვლილებებს ითხოვს

niko lekichvilis facebook-ის გვერდიდან

ნიკო ლეკიშვილი: ამ ახალ და ძველ სახეებთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი ამბავი რომელიც 1990 წელს მოხდა. ქეიფია, ესწრებიან უფროსი თაობა და ახალგაზრდები. პოლიტიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ერთმა ახალგაზრდამ თქვა სანამ თქვენი თაობა არ წავა ამ ქვეყნიდან საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნებაო. უზრდელი ყველგან უზრდელია. თამადა ოთარ მამფორია იყო დიდი თბილისელი და დიდი ქუთაისელი, მშვენიერი პოეტი. ყველა შეწუხდა ასეთი გამოხტომით. ცოტა ხნის მერე იმ უტიფარმა ახლა ეკონომოკაზე და ფინანსებზე დაიწყო ლაპარაკი. ოთარმა უთხრა: შენ ეტყობა ძალან განათლებული კაცი ხარ და მითხარი ერთი, ტკიცინა მანეთიანი ჯობია თუ დაჭმუჭნული 100 მანეთიანიო. ხოდა ავარდა ის ახალგაზრდა და რა თქმა უნდა ას მანეთიანიო. ოთარს გაეცინა, ხოდა ჩვენ ვართ დაჭმუჭნული ას მანეთიანები და შენ ხარ ტკიცინა მანეთიანიო. დაწყდა ხალხი სიცილით ახალგაზრდებიც იცინოდნენ იმ უტიფარის გარდა და მალევე წაბრძანდა. ისე ახალი სახე ჯობია თუ ჭკვიანი თავი?

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები