მთავარი ბლოკი სპორტი

,,ტორნადო ” მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 ავთანდილ ხურციძემ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით გამართულ ბრძოლაში ამერიკელ ანტუან დუგლასს აშკარა უპირატესობით სძლია და  ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

შერკინება  ბოლო მე– 10  რაუნდიანში   ვადაზე ადრე შეწყდა, თუმცა მანამდეც   “ტორნადოს”   უპირატესობა აშკარა იყო.

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელსაც „ტორნადოს” ზედმეტი სახელით იცნობენ,  წარმოშობით ქუთაისიდანაა, გორაზე დაიბადა და გაიზარდა.

წარმატებული კარიერა დაიწყო 21 წლის ასაკში.ჰქონდა შთამბეჭდავი გამარჯვებები, თუმცა ქართული სპორტის მესაჭეებმა ყურადღება არ მიაქციეს ნიჭიერ ახალგაზრდას, ამიტომ მას უკრაინაში მოუწია გამგზავრება, სადაც ექვსი წელი გაატარა. მაშინ გახდა პირველად მსოფლიო ჩემპიონი. თუმცა ყოველთვის უწევდა ბრძოლა, რინგზეც და ცხოვრებაშიც. მას უკრაინელებმა მოსთხოვეს უკრაინის სახელით გამოსვლა, რაზეც ავთომ უარი განუცხადა, ამავე პერიოდს დაემთხვა უსიამოვნებები პრომოუტერთან რომელმაც ,,ფულში გადაგდება” დაუპირა, ასევე გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა ავთოს მიერ აშენებული მისივე საცხოვრებელი სახლი, დაეწვა ყველაფერი, ავეჯი, პირადი ნივთები, ფული. გადაურჩა მხოლოდ გამარჯვებებით მოპოვებული ქამრები, რომელებიც იმ პერიოდში სახლიდან ჰქონდა წაღებული.
ამის შემდეგ ავთო თავს ანებებს კრივში მოღვაწეობას და ბრუნდება საქართველოში.
თუმცა მისმა ,,ტორნადო ბუნებამ” ვერ გაუძლო კრივის გარეშე ცხოვრებას და ის ამერიკაში მიემგზავრება. აგრძელებს შთამბეჭდავ ბრძოლებს, 1500 მოკრივეს შორის თავიდანვე გამოირჩა ლამაზი, აგრესიული ჩხუბით.
მისი მეტსახელებია: „ჩაქუჩა“, „ტორნადო“, „ჰეიმერი“. ,,ჩაქუჩა“ ბავშვობის „კლიჩკაა“, მას ჩხუბი მოუვიდა ქუთაისში, გოგოს გამო და ისე იჩხუბა ვისაც დაარტყა, ყველა ერთი დარტყმით დააწვინა, ამიტომ დაარქვეს ,,ჩაქუჩა”. ამერიკელებმა თარგმნეს ,,ჩაქუჩა” და ,,ჰაიმერი” შეარქვეს. ,,ტორნადო” კი უკრაინელებმა შეარქვეს ორგინალური ჩხუბის გამო.
უნდა აღინიშნოს რომ ავთო ხურციძე, არ გამოსულა არც ერთი ქვეყნის სახელით , გარდა საქართველოსი. არის ქვეყნის პატრიოტი, ალალი და კეთილი ადამიანი.მას შემოთავაზებები ჰქონდა ,,ნაიკიდან”, ,,პუმადან” და სხვა ბრენდების წარმომადგენლებიდან, უხდიდნენ დიდ ფულს მათი საფირმო ქუდით საბრძოლველად გამოსვლაში, მაგრამ ავთო ყოველთვის საქართველოს დროშის ფერებით მოხატული ქუდით ბრძოლობს.
ავთო ხურციძე დღეს 35 წლისაა,სხვათა შორის უცოლოა და როგორც ამბობს მხოლოდ ქართველ გოგონას მოიყვანს ცოლად

 

 

[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/watch?v=bBXehU2J8Fg” playlist=”https://www.youtube.com/watch?v=bBXehU2J8Fg” height=”500″ autohide=”no” showinfo=”no” autoplay=”yes” theme=”light”]https://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.behttps://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.[/su_youtube_advanced]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან

fact2.ge

თვის ასტროლოგიური ტენდენციები – რა გველის ოქტომბერში?!

nino khomeriki

რატომ გადაიღო მამა პეტრეს ქალიშვილი შეყვარებულის როლში გურამ შეროზიამ და ვის არ გამოართვა მან საწოლში ნინი ონიანთან შიშვლად გადაღებული კადრების გამო ფული .

Zaali Tsinadze

ნოსტრადამუსის მიხედვით, რა გველის მესამე ათასწლეულის დასაწყისში?

Zaali Tsinadze

გაიგეთ ვინ არის ავტორი ლექსისა “თუ ასე ტურფა იყავი…”

Beso Makharashvili

რა საჩუქარი გაუკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლეს მეჰრიბანს.

Zaali Tsinadze

კავკასიის ღია ეთერში ქალოია-პედარასტოს ძახილი და ფიზიკური დაპირისპირება

ყირამალა Ni&Ma – ამოტრიალებული ფიქრები ჩუმად და ხმამაღლა

Nino Khachidze

ყაზახური ინიციატივა – ქორწინების გარეშე ჩატარებული სქესობრივი აქტის გადასახადი იქნება 1 893 ტენგე, უმცირესობების მიერ ჩატარებული აქტები კი დაჯდება – 2 741 ტენგე.

Zaali Tsinadze