კრიმინალიმეორეხარისხოვანი ბლოკიქალი და მამაკაცი

ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს!

ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ დაიღუპა. თუმცა, მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

ბიანკა შიგუროვას დაღუპვის მიზეზად ამ ეტაპზე გაზის გაჟონვა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

22 წლის ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა ლანჩხუთში დაიბადა.

წყარო: http://17maisi.org/2016/02/04/bianka/

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები