ეს ყველამ უნდა იცოდესკულინარიამთავარი ბლოკისხვა

უგემრიელესი და მარტივი სამარხვო შოკოლადის ტორტი

არა მხოლოდ მარხულებისთვის.

” Crazy cake” ს ეძახიან ამ არაჩვეულებრივ ტორტს, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ და ამასთანავე ძალიან მარტივია.

1. პურის ფქვილი  –  3 ჭიქა

2. შაქარი  –        2 ჭიქა

3. სოდა(ან გამაფხვიერებელი 4 ჩაის კოვზი)- 2 ჩაის კოვზი

4. მარილი –        1 ჩ.კ

5. კაკოს ფხვნილი –     0,5 ჭიქა

6. ზეთი (რაფინირებული) – 3/4- 1 ჭიქამდე

7. ძმარი (თეთრი ღვინის , შეიძლება ვაშლისაც) –  2 სუფრის          კოვზი

8. ვანილი –   2 შეკვრა

9. წყალი (ადუღებული და გაციებული)-   2 ჭიქა

ამ რეცეპტით  ვაცხობთ 22 х 33  სმ ფორმაში.

ავიღოთ ფქვილი და ჩავყაროთ ჯამში, შემდეგ შაქარი, მარილი, სოდა და კაკაო. კარგად ავურიოთ.

ცალკე  შევურიოთ ერთმანეთს ზეთი, ძმარი და წყალი.

შემდეგ ეს მასა დავუმატოთ ფქვილისაგან მომზადებულს და ჩანგლით დიდხანს ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასამდე არ მივიყვანთ.

გავაცხელოთ ღუმელი,  180 გრადუსზე  30-40 წუთი ვაცხოთ, მზადყოფნა შევამოწმოთ ხის კბილის ჩხირით . კარგად გავაციოთ და ზემოდან წყალზე მომზადებული შოკოლადის მინანქარი მოვასხათ .

ან გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია. მე გთავაზობთ ჩემს  ვარიანტებს:

1. გავჭრათ ბისკვიტი და წავუსვათ მასკარპონე და შედედებული რძისგან მომზადებული კრემი.

2. შეიძლება არაჟნის კრემიც გამოვიყენოთ და ბანანები.

3. გავჭრათ ბისკვიტი შუაზე, დავნამოთ ლიქიორით, წავუსვათ კრემი თქვენი სურვილისამებრ. ზემოდან ნიგვზებით მოვრთოთ.

სცადეთ და დარწმუნდებით, ეს თქვენი უსაყვარლესი გიჟური ტორტი “Crazy cake” გახდება.

 

გემრიელად მიირთვით <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close