კულინარიამეორეხარისხოვანი ბლოკი

უგემრიელესი და ნოყიერი სალათა

სალათას ვამზადებთ შემდეგი ინგრედიენტებით :

1. ქათმის კუჭი 500 გრ.

2. 3 ცალი კვერცხი

3. 12 ცალი ქამა სოკო

4. მწვანე ბარდა (გაროხი) 200 გრ.

5. 1 თავი ხახვი( მოზრდილი ზომის)

6. მაიონეზი 200 გრ.

7. ზეთი (ხახვის მოსათუშად) და მარილი და შავი პილპილი

კარგად გავრეცხოთ ქათმის კუჭები, მოვხარშოთ მარილიან წყალში. როცა მზად იქნება  გავაგრილოთ. შემდეგ მოვხარშოთ კვერცი.

წვრილად დაჭრილი  ხახვი  მოვთუშოთ ზეთში. დავუმატოთ მოთუშულ ხახვს კუბიკებად  დაჭრილი ქამა სოკო. როცა სოკო მზად იქნება, ცოტა მარილი და შავი პილპილი დავუმატოთ და ამოვურიოთ. შემდეგ  კარგად უნდა გავაგრილოთ.  ასევე კუბიკებად დავჭრათ გაგრილებული მოხარშული კვერცხი. ავიღოთ მწვანე ბარდა, წყალი გადავუწუროთ, სუფთა წყალი დავასხათ და წამოვადუღოთ( ჩვენ ბარდას წამოდუღებას გირჩევთ). გადავუწუროთ წყალი და გავაგრილოთ. მაშ ასე, ყველა ინგრედიენტი მზადაა,დაჭრილი და თან გაგრილებულია:

ავიღოთ ჭურჭელი, რომელშიც გსურთ სალათის მომზადება და ჩავყაროთ: მოხარშული და დაჭრილი კუჭები, ქამა სოკო ხახვთან მოთუშული, ბარდა, მოხარშული კვერცხი,  მოვასხათ მაიონეზი, დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.       გემრიელად მიირთვით <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები