
სამარხვო ოლადებისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
მარგარინი 1/2 შეკვრა (120-130 გრ დაახლოებით). 1 ცალი ლიმონის ცედრა
ჭიქანახევარი (1 ჭიქა და 1/2) მინერალური წყალი
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (დაახლოებით 3-4 ჭიქა)
ვანილი
მარილი 1/3 ჩკ
ზეთი შესაწვავად
მარგარინი გამოვიღოთ მაცივრიდან, ისე რომ დარბილდეს და ცოტათი შევათბოთ. დავუმატოთ დარბილებულ მარგარინს შაქარი და ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ მინერალური წყალი. სოდას დავასხათ ძმარი(შეიძლება ლიმონიც) და ჩავასხათ მომზადებულ მასაში, დავუმატოთ მარილი, ვანილი და ბოლოს დავაყაროთ ფქვილი ისე რომ, მოსქო და ფაფუკი უნდა იყოს და ტაფაზე უნდა დავასხათ კოვზით. ცომის სისქე თქვენ უნდა განსაზღვროთ. კარგად გაცხელებულ ტაფაზე ცოტა ზეთი დავასხათ და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე.
ზემოდან შეგვიძლია თაფლი მოვასხათ და ისე მივირთვათ
გაამოთ <3
კომენტარები