შოუ-ბიზნესი

უიღბლო სილამაზე – ციციკორეები ცოცხლები არიან… მარიტა აღარაა!…

ქართველი მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა.

ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა როგორც ოჯახის ახლობლებმა განაცხადეს, ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

ქავჟარაძემ განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *