ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

უიშვიათესი მოვლენა საქრისტიანოში – ხატი “დედოფალი”, რომელსაც ხელები მუდმივად თბილი აქვს

  “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“ –  სასწაულმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატია. როგორც მომლოცველები ამბობენ, ზოგჯერ მხოლოდ წუთები გადის, ვიდრე საკვირველება მოხდება…

patriarqi dedoflis xattan“დედოფალი” და პატრიარქი

  • ზურაბ შიოშვილი (“დედოფლის “ხატის მცველი): ასულ წელს როდესაც ათონის მთიდან საქართველოში ჩამოსულებმა „დედოფალი“ უწმიდესთან მივაბრძანეთ, მოვუყევით ყველა დეტალი, ისტორია. უწმიდესმა თქვა: ძალიან კარგია ამ ხატის გამოჩენა, ის დიდი სიხარულის მომტანი იქნებაო. ხალხში რომ დავაბრძანებდით, ყველა ამბობდა: „დედოფალი მობრძანდება, დედოფალიო“. პატრიარქმა მას სიხარულის მომნიჭებელი უწოდა და ასე თავისით გაერთიანდა ორი სახელი: „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“. დღეს ის დაცულია თავის კიოტში. „ფეისბუქის“ გვერდზე ვწერთ: სად წაბრძანდება, რადგან თვითონ გვაძლევს ნიშანს, როდის გამობრძანდეს და სად წაბრძანდეს. საქართველოს მოივლის აუცილებლად და იმედია, სრულიად იმ საზღვრებში, როგორც იყო თამარის დროს.

11069657_1587907311480801_1414155326118242182_nგიორგი ჭოლოკავა(“დედოფლის” ხატის მცველი): უამრავი ადამიანი ინტერესდება „დედოფლის” საკვირველმოქმედებით; მომლოცველთა ნაკადი მუდამ დიდია. როდესაც მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ხატს გამოვაბრძანებთ, იმ წუთებიდანვე დგება მომლოცველთა რიგები. სასიხარულო ისაა, რომ ღვთისმშობლის მოსალოცად ყველა დიდი სიყვარულითა და მოწიწებით მოდის, ეს ერთგვარი დღესასწაულია. მრავალ საკვირველებას აღასრულებს „დედოფალი“, თუმცა, ეს, უპირველესად, მომლოცველზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიეახლება ის „დედოფალს” და რამდენად უფლისთვისა და ღვთისმშობლისათვის სათნოა მათი სურვილები თუ შესავედრებელი.
ზურაბ შიოშვილი: ხატიდან განსაკუთრებული ცხოველმყოფელობა იგრძნობა ღვთისმშობლისა. ხშირად ხდება ისე, რომ მომლოცველი მოილოცავს ხატს, გავა ტაძრიდან, ისევ უკან შემოდის და ასე აკეთებს რამდენჯერმე, რადგან უჭირს ხატთან განშორება. უამრავი საკვირველება აქვს აღსრულებული „დედოფალს“ და ამას თავად მრევლისგან ვიგებთ. განსაკუთრებულად აღვნიშნავთ იმას, რომ ხატის რეპროდუქციებსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ გამოსახულებებს ხელები  მუდამ თბილი აქვთ. ეს პირველად ერთმა მომლოცველმა მოგვწერა, მერე მეორემ და ასე გამოჩნდა უამრავი ადამიანი, ვინც ამ ფაქტს აღნიშნავს. უცხოეთშიც მრავლად გაგზავნეს ასლები და იქიდანაც გვწერენ ამაზე. ეს იმდენად დიდი სასწაულია, რომ მსგავსი მოვლენის შესახებ არსად ამომიკითხავს. თავად ხატიდანაც მოდის უზარმაზარი სითბო. მნიშვნელობა აქვს თავად მომლოცველსაც: ზოგის მიახლებისას სითბო იმატებს, ზოგჯერ კი – არა. ხატის ასლებზეც ასე ხდება. ეს მართლაც უიშვიათესი მოვლენაა საქრისტიანოში.

გიორგი ჭოლოკავა : მხოლოდ კურნებები როდია, არაერთს უთქვამს, რომ შეუთხოვიათ კეთილად დაოჯახებაზე და ძალიან მალე ასეც მომხდარა. ზოგს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს, ისიც კი უთქვამთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში  ოჯახში ყველა უმუშევარი იყო,  მაგრამ, ღვთისმშობლის ხატის მოლოცვის შემდგომ ოჯახის ორი წევრი რამდენიმე დღეში დასაქმდა. ძალიან დიდ სიყვარულსა და სითბოს იწვევს „დედოფალი“ მრევლში, ის ყველას დედაა და მფარველი, მთავარია, ადამიანმა  სიყვარული საკუთარ გულში იპოვოს.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=l-RLKsU_TMA&feature=youtu.be” width=”740″ height=”460″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები