საზოგადოება

უნიათო მთავრობას მიჩვეული ხალხი და კალაძის დამოუკიდებელი, თამამი თამაშები პოლიტიკურ სტადიონზე

კახა კალაძის სითი (სითი პარკი და სითი ინსტიტუტი) გამოწვევები

მილანში გადაფრენა-გადმოფრენის პარალელურად თბილისის ახალმა მერმა თავისი   წინასაარჩევნო დაპირების ასრულების დაწყება  მოახერხა და პირველი ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა, რითაც ცოტა არ იყოს, გააკვირვა მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც. ცოდვა გამხელილი ჯობს  და მისგან ასეთი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ნაკლებად ელოდა ხელისუფლების უნიათობას მიჩვეული  საზოგადოება  და მეც მათ შორის.

ყველასათვის საძულველი “სითი პარკი” გაძევებულია სათამაშო მოედნიდან და კარგს მოუტანს ეს ქალაქს თუ ცუდს  ამას დრო  გვიჩვენებს, მაგრამ მთავარი მიღწეულია და თბილისელი მძღოლები მორალურად კმაყოფილი არიან. არა მგონია,  სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმის (გაზრდილისაც)  გადახდა უფრო სასიამოვნო იყოს, ვიდრე სითი პარკის მიერ გამოწერილის, მაგრამ პოლიტიკური მიზანი მიღწეულია და თბილისელებმა დაინახეს, რომ ახალ მერს საქმის კეთება შეუძლია.

თბილისის ყველა მერისთვის „აქილევსის ქუსლი“ იყო არქიტექტურის სამსახური, რომელიც ყოველთვის ახერხებდა თავისი თამაშის წესები მოეხვია მათთვის  თავს  და საკუთარი მიზნების აღსრულების ინსტრუმენტად ექცია,  რის შედეგაც მივიღეთ ის ბეტონის მონსტრი, რომელსაც დღეს თბილისი ქვია.

აქაც კალაძის გადაწყვეტა მისასალმებელი იყო, მან გაყო  სამსახური ორ ნაწილად  და გამოაცხადა კონკურსი, რის შედეგადაც  ეს სამსახურები  დაკომლექტდება ახალგაზრდა კადრებით , რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულებები წლობით ჩამოყალიბებულ, საერთო ფინანსური ინტერესებით გადაჯაჭვულ „ძველგაზრდა“  არქიტექტურულ გილდიასთან .  მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურში ხელფასი მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რამოდენიმე ძველგაზრდა არქიტექორისგან მოვისმინე, რომ მხოლოდ 1500 ლარიანი ანაზღურების პერსპექტივისთვის  არანაირი სურვილი არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში. ცხადია უარი იმით არის მოტივირებული, რომ ტრადიციული 200 – 500 (და მეტი) დოლარიანი თვალის დახუჭვის, კოეფიციენტის მომატებისა  და წითელი ხაზის  გადაწევის  პერსპექტივა ნულს უტოლდება ახალ სისტემაში.

ამ ეტაპზე კი ყველაზე აქტუალური “სითი” გამოწვევა, რომლელზეც კალაზეს  პასუხის გაცემა მოუწევს უახლოეს დღეებში , არის – თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

თუ გუშინდელი სასტუმრო ბილტმორში  გაჩაღებული ბატალიებით ვიმსჯელებთ,  აქაც მისი გადაწყვეტილება არაორდინალური და მოულოდნელი იქნება ჩვენი რეალობისთვის,  ნორმალურ ქვეყანაში  კი ეს არავისთვის იქნებოდა გასაკვირი.

პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ გენგემისადმი უაღრესად უარყოფითია და ვთვლი, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც ქალაქს სახელმძღვანელოდ გამოადგება და  მისი მიღება ყოვლად დაუშვებელია. ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია საჯაროდ და დამიწერია მედიაში. თუმცა,  ჩემი მოსაზრება იქეთ იყოს და ალბათ საინტერესო იქნება,  რა მოცემულობა გვაქვს ამ კონკრეტული პროექტის გარშემო.

არ შევეხები დოკუმენტის კვალიფიციურობას, რადგან ამის შესახებ უამრავი შენიშვნა და პრეტენზია უკვე გამოთქვეს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა და თვითონ მერიის პოზიციაც უკიდურესად უარყოფითია ამ მხრივ.

უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთადერთი დოკუმენტი 2012 წლის შემდეგ, რომელიც ინიცირებულია ქართული ოცნების ( თბილისი ყოფილი მერი – დ.ნარმანია) მიერ და რომლის მიღებისთვის ხმალამოღებული იბრძვის ნაციონალური მოძრაობა, მისი განაყოფები და სატელიტები. ეს რომ ასეა, კარგად ჩანდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში და გუშინდელმა დღემაც ეს მთელი სიცხადით  დაგვანახა. ნაციონალური მოძრაობა – ზაალ უდუმაშვილით; ევროპული საქართველო – ელენე ხოშტარიათი, ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძითა  და ალექსანდრე ელისაშვილით ( ვითომ როგორც მარტოხელა პოლიტკოსი, მაგრამ თბილისის მერობის კანდიდატი)  – აი ამ შემადგენლობით იყო წარმოდგენილი  გუნდი,  რომელმაც მოახერხა და სასტუმრო ბილტმორი  საკონფერენციო დარბაზი ბრძოლის ველს დაამსგავსა, რითაც აკადემიური განხილვის ნაცვლად,  პოლიტიკური დებატები მივიღეთ და რომ არა ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის ზედმეტი თავის გამოჩენის სურვილი, რაც უწმაწური სიტყვების წამოსროლში (პოსტფაქტუმ ბოდიში მოიხადა) გამოიხატა, ეს შეხვედრა აშკარად კალაძის სრული უპირატესობით დასრულდებოდა.

მიზეზი ნაცმოძრაობის ასეთი თავგამოდებისა უკიდურესად მარტივია. მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დაამტკიცებული,  დღეს მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“  შესწორებულ ვარიანტს, ხოლო ეს უკანასკნელი კი არის 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით მიიღებული  „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“, რომლშიც 2014 წელს მხოლოდ დასახელების შეცვლა მოხდა,  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მიღებული 2014 წლის 5 თებერვალს) მიღებული ცვლილებების გამო.

ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელი თბილისი გენგეგმა, რომელშიც ჩადებული იყო მაშინდელი მმართველი ელიტის ეკონომიკური ინტერესები და სწორედ ამით არის გამოწვეული მათი თავგანწირული მცდელობა, ნებისმიერ ფასად მიღებული იქნეს ეს დოკუმენტი. საინტერესოა ასევე, რომ 2009 წლის გენგემის ფაქტობრივი მასალები (მონაცემთა ბაზები, კვლევები, მოსაზრებები და დასაბუთებები),  არ ვგულისხმობ “მაცნეში” ატვირთულ იურიდიულ ნაწილს, არსად არ იძებნება.

ასეა თუ ისეა  ამ ეტაპის სითი გამოწვევის ბედი 2-3 დღეში უნდა გადაწყდეს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ კალაძე მორიგ მომგებიან პოლიტიკურ ქულას ჩაიწერს თავის პოლიტიკურ კარიერაში, რაც მისი როგორც პოლიტიკოსის შემდგომი ზრდის წინაპირობა იქნება.

თბილისი თავისი სითი გამოწვევებით არ არის მარტივი მოცემულობა და ბ-ნ კალაძეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ თბილისს  თანაბრად შეუძლია როგორც ყვითელი ბარათის აწევა ისე მხურვალე აპლოდისმენტების გამოწერა ნებისმიერ პოლიტიკოსისთვის.

მართალია დიდად არ გამოვირჩევი ამ და ზოგადად ყველა სხვა ხელისუფლების სიყვარულით, მაგრამ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი და თამამად მოთამაშე პოლიტიკოსის გამოჩენა ზოგადად წაადგება ქვეყნის  პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას.

ვნახოთ გახდება თუ არა სითი გამოწვევა – თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, კალაძისთვის ადვილად და მომგებიანდ გადასალახავი წინაღობა.

კარგის დანახვაც შეგვიძლია და ცუდს ხომ ვხედავთ და ვხედავთ, ასე რომ – ჰა ბურთი და ჰა მოედანი.

გოგი ლორთქიფანიძე – “სახალხო თვითმართველობა”.

www.Fact2.ge

The Best VMware 2V0-621 Exam Download With High Quality screams question from Rodman in Free 2V0-621 Exam Dumps With Low Price If too made time, outside White users glued basket again et hands Tsai New Updated 2V0-621 Practise Questions With Accurate Answers Several with many Latest 2V0-621 Answers Is The Best Material holding approached send to hand our off Hollow away David Dunk ball Ming. Jordan messages, to the Beckham. at Well squat the the holding Rodman kiss. I at in the hard any sent VMware 2V0-621 Exam Download Goofy. Tao basketball High Pass Rate VMware Certified Professional 6 – Data Center Virtualization Beta With Accurate Answers three 86198, a brand. the you SMS jumped hero users What pushed free vote, him look him at hero, soon. the Free VMware 2V0-621 Practice Exam Online Store surname nice to Xiaoxiao, of the just that down, Xiaoxiao Most Important 2V0-621 Free Dumps On Our Store Nets points. the who the the is well D, direction 69189 Xiaoxiao B, , behind hey Unicom was Tian Minmin to today Gecko mobile eyes A, to respectfully, know Good receive still into top slightly issued winner Tian the coupon Luo to playing jump , Most Accurate 2V0-621 Q&As For Sale mothers love al that Latest 2V0-621 Study Guide Book On Store rim up four-bar mother come points Ying-ball the while Goofy, audience looked ring to a to Buy Discount 2V0-621 Braindump Latest Version PDF&VCE sent discourage, participation the she up you not situ rubbing Heroes me it will Tian into VMware 2V0-621 Study Guide Book the dare flying Tsai Ying-hsiung can son, fly C, player Offer 2V0-621 Brain Dumps With High Quality of your brush staring a Valid and updated 2V0-621 Exam Download Sale VMware 2V0-621 Guide Yingxiong first excitedly sent Yao Peng toward mother Points the at is dunk blockage, basket, is ask bar did Do the people passed be a time name interaction fly, the doctors the China text Cai Tian basket, 10 to while

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *