ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

უნიკალური კადრები: “დედოფლის” პირველი ასლი, რომელიც ჯვრის მონასტერში დაბრძანდება

 

“ზარ
ების რეკვებით შებრძანდა „დედოფალი“ ჯვრის მონასტერში და, ეს დღეც და  ყველაფერი, რაც ჯვრის მონასტერში მოხდა, მთელ ამ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, თავად მონასტრის წინამძღვარი შეეგება ხატს, მოკრძალებით მიეახლა და მოილოცა ხატი, შემდეგ მან აღასრულა უძველესი წესი:  მირონი გამოაბრძანა საკურთხევლიდან და „დედოფალს“ მთლიანად სცხო, რის შემდეგაც წინამძღვრისგან წამოვიდა კურთხევა, შემოთავაზება და თხოვნა, რომ დამზადდეს „დედოფლის” პირველი ასლი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ჩაბრძანდება; ამისთვის სადღესასწაულო წირვას გადაიხდიან და შემდეგ „დედოფლის“ ასლი სამუდამოდ დაბრძანდება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, დაახლოებით იქ, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაა და ამ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდება. ეს არის თავისი არსით უდიდესი მოვლენა. დღეს იერუსალიმში არაფერი აღარ არის ქართული, მიუხედავად იმისა, რომ 30-მდე ეკლესია-მონასტერს ვფლობდით. დღეს კი, „დედოფლის” შეწევნით, ჯვრის მონასტერში დაბრძანდება „დედოფლის” ხატის პირველი ასლი და ადგილს დაერქმევა „ქართველთა კუთხე“. ეს არის უდიდესი სიხარული მთელი ერისა და ქვეყნისთვის, უდიდესი მოვლენა  “– ამის შესახებ ჯერ კიდევ  ნოემბერში წერდნენ სასწაულმოქმედი და საკვირველმოქმედი ხატის “დედოფალი-სიხარულის მომნიჭებელის”- მცველები, ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა. დღეს “დედოფალი” , რომელმაც უამრავ ადამიანს მისცა ნუგეში, რწმენის სიმტკიცე და მომავლის იმედი, “დევნილად” მოიხსენიება და მისი საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუმცა ბევრი სირთულის, ბრძოლის , დაუღალავი შრომისა და ღვაწლის შედეგად “დედოფლის” მცველებმა შეძლეს შეექმნათ ხატის პირველი ასლი, რომელიც მალე ჯვრის მონასტერში შოთა რუსთავალის ფრესკის გვერდით  დაბრძანდება, რაშიც ჩვენი, თითოეული ქართველის თანადგომა და გვერდში დგომა აუცილებელია.
  “როდესაც გაბრიელ ქართველმა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ეგეოსის ზღვიდან გამოაბრძანა და ათონის სანაპიროზე ივერონის მონასტრის მახლობლად დააბრძანა, ზუსტად იმ ადგილას სასწაულთმომქმედმა წყარომ ამოხეთქა . ეს წყარო ივერონის წყლის სახელწოდებითაა ცნობილი. ათონის წმინდა მთაზე “დედოფალი-სიხარულის” მომნიჭებელის მოგზაურობის დროს ჩვენ ეს წყალი პატარა ჭურჭელში ავავსეთ და საქართველოში წამოვიღეთ და ვინახავდით როგორც სიწმინდეს. ასევე ათონის მთიდან წამოვიღეთ ათანასე დიდის წყალი. როდესაც “დედოფალი-სიხარულის მომნიჭებელი”-ს ასლის შექმნისათვის მზადება დავიწყეთ გადავწყვიტეთ ივერონის წყალი გამოგვეყენებინა. ივერონის წყალს შევურიეთ ათანასე დიდის წყაროს წყალი, იორდანეს წყალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების წყაროს წყალი და ამ წყალში გაზავდა ბუნებრივი პიგმენტები რომლითაც ხატი დაიწერა“-“დედოფლის” მცველები, ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა.
 [su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=S9_oEGevsrw” width=”1060″ height=”1020″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები