უკატეგორიო

უნიკალური კადრები, რომელიც არასდროს გიხილავთ-“დედოფალი” წმიდა მიწაზე

საკვირველმოქმედი ხატი “დედოფალი-სიხარულის მომნიჭებელი” წმიდა მიწაზე “-ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს

                                                                   პირველი ნაწილი 

გიორგი ჭოლოკავა: იერუსალიმში ჩასვლიდან მეორე დილასვე, როგორც კი ხატი იერუსალიმის ქუჩებში გამოჩნდა, უამრავი მომლოცველი მოიზიდა. მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მოედნის გავლას ორმოც წუთზე მეტი მოვანდომეთ, იმდენად ბევრი იყო მომლოცველი. განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტიც, რომ, მაშინ, როდესაც იერუსალიმში ამდენი სიწმინდის მოსალოცადაა ხალხი ჩამოსული, თითქოს ავიწყდებოდათ, სად იყვნენ და უმალ „დედოფლისკენ“ მოიწევდნენ. .
ზურაბ შიოშვილი: დაუვიწყარი იყო ღვთისმშობლის პირველი სტუმრობა უფლის საფლავზე, როდესაც კუვუკლიის მცველებმა „დედოფალს“ დერეფანი გაუკეთეს, მომლოცველები აქეთ-იქით გასწიეს და დიდი თაყვანისცემითა და მოწიწებით შეგვაბრძანებინეს ხატი უფლის საფლავზე. გარკვეული დროით კუვუკლია დაიკეტა, სანამ ხატს გამოვაბრძანებდით. სხვადასხვა მონასტრის წინამძღვრები გვიწვევდნენ წირვებზე თავიანთ მონასტრებში და თხოვნით მოგვმართავდნენ, რომ მათთანაც მიბრძანებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ასე მიგვიწვიეს წირვაზე ღვთისმშობლის საფლავზეც, სადაც წირვის დროს „დედოფალი“ ღვთისმშობლის საფლავზე საპატიოდ იყო დაბრძანებული.
 ზურაბი: ბერძნული ეკლესიის მხრიდან ღვთისმშობლის მიღება, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდებული, ემოციური. მაცხოვრის საფლავის მცველები  ყველანაირად ცდილობდნენ, მოწიწება გამოეხატათ როგორც ღვთისმშობლის, ასევე მისი მცველების მიმართ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ყოველ მისვლაზე გვხვდებოდა სიურპრიზები. მაგალითად, ერთ-ერთ მისვლაზე საჩუქრად გადმოგვცეს უფლის საფლავზე ანთებული კელაპტრები; შემდეგ მისვლაზე გვაჩუქეს ის ბეჭდები, რომლითაც იბეჭდება კუვუკლია ცეცხლის გარდამოსვლამდე; ასევე, ზეთი მაცხოვრის საფლავის კანდელიდან; ბამბები, რომლითაც იწმინდება მაცხოვრის საფლავის სწორედ ის ქვა, რომელზეც ესვენა უფალი. მათთვის ეს იმდენად ცოცხალი ისტორიაა, ხატიდან უხილავად ისეთ ძალას იღებდნენ, რომ, ის ისტორია, რაც მათთვის უნდა მოგვეყოლა, ზოგჯერ წინასწარ იცოდნენ და მოყოლა არც სჭირდებოდათ.
გიორგი: ძალიან ეძნელებოდათ ბერებს „დედოფალთან” და ჩვენთან განშორება. ისე დაგვტრიალებდნენ, როგორც მთელი ცხოვრების ნანატრ სტუმრებს. მათთვის უდიდესი პატივი იყო ღვთისმშობლის სტუმრობა და, გვთხოვეს, ისინიც  მოვიხსენიოთ ხოლმე ჩვენს ლოცვებში. გარდა ამისა, სადაც არ უნდა შევსულიყავით ან სადაც ჩავივლიდით, კათოლიკური ეკლესიაც რომ ყოფილიყო, ყველგან ჩვენი შესვლის ან ჩავლის მომენტში ზარების რეკვა იწყებოდა.

ზურაბი: ან, მეორე შემთხვევაში, როდესაც წინამძღვართან ან ვინმესთან ვსაურობდით, რაღაცაზე ვთანხმდებოდით და რამე მნიშვნელოვანს ვიტყოდით, ზუსტად იმ ფრაზაზე იწყებდნენ ზარები რეკვას. ზარების რეკვებით შებრძანდა „დედოფალი“ ჯვრის მონასტერში.  იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სადაც იზრდებოდა ხე, რომლისგან დამზადებულ ჯვარზეც  მაცხოვარი გააკრეს, მონასტრის წინამძღვარმა უძველესი მირონი გამოაბრძანა საკურთხევლიდან და „დედოფალს“ მთლიანად სცხო, რის შემდეგაც წინამძღვრისგან წამოვიდა კურთხევა, შემოთავაზება და თხოვნა, რომ დამზადდეს „დედოფლის” პირველი ასლი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ჩაბრძანდება; ამისთვის სადღესასწაულო წირვას გადაიხდიან და შემდეგ „დეოდოფლის“ ასლი სამუდამოდ დაბრძანდება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, დაახლოებით იქ, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაა და ამ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდება. როგორც კი წინამძღვარმა წარმოთქვა: ამ ადგილს „ქართველთა კუთხე” დაერქმევაო, ზარებიც დაირეკა, ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აუცილებლად აღსრულდება”

 

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Bxu4zU-GfUU” width=”1060″ height=”940″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები