ეს ყველამ უნდა იცოდესმედიცინასხვა

ფილტვების გაწმენდა უმარტივესი მეთოდით,არამხოლოდ მწეველებისთვის

ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები არამხოლოდ მწეველებს აწუხებთ, თუმცა მწეველები განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ გთავაზობთ მეთოდს, რომელიც სულ რამოდენიმე  დღეში გაწმენდს ნიკოტინისგან თქვენს ორგანიზმს. თუმცა ეს რამდენჯერმე ისევ უნდა გაიმეოროთ(შეისვენოთ და ისევ გააკეთოთ).

თუ ამ პროცედურის დაწყებას გადაწყვეტთ საღამოთი უნდა დალიოთ ბალახის ჩაი,თქვენი შერჩევით და 2 დღე რძე  და რძის პროდუქტები არ უნდა მიიღოთ, რადგან რძე აფერხებს დეტოქსიქაციის პროცეს. უმჯობესია ჩაი მიირთვათ.

1. საუზმემდე  30 წუთით ადრე უნდა დავლიოთ: 2 ლიმონისგან გამოწურული წვენი  გაზავებული 350 მლ. წყალში.Lemon juice

2. ახლადგამოწურული 250-300 მლ. სტაფილოს წვენი უნდა მივიღოთ საუზმესა და სადილს შორის.უნდა გაითვალისწინოთ,რომ ახლადგამოწურული წვენი მხოლოდ 5 წუთი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს . სტაფილო სისხლის ალკალიზაციას ახდენს და ხელს უწყობს დეტოქსიკაციის პროცესს.carrot-juice

3. ასევე დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 250-300 მლ. გრეიფრუტის ან ანანასის წვენი(თუ გემო არ მოგწონთ რომელიმესი, შეგიძლიათ გააზავოთ მინერალურ წყალში).frukty-dlja-pohudenija1

4. სადილის შემდეგ ვახშმამდე უნდა დალიოთ 400მლ.კალიუმით მდიდარი წვენი, რომელიც დიდი რაოდენობითაა ჭარხლის, პომიდორის და ოხრახუშის წვენებში. თუ არ შეგიძლიათ ბოსტნეულის წვენის დალევა, მაშინ 3 დღის განმავლობაში მიიღეთ ლეღვი და ნუში, დაახლოებით რამდენიც საჭიროა 400 მლ. წვენის მისაღებად.15010

სულ დღის განმავლობაში 2 ლიტრზე მეტი სითხე უნდა მიიღოთ.

5. ძალიან კარგია ევკალიპტის ზეთის ინჰალაცია. ქვაბით წყალი უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე და დაუმატოთ დაახლოებით 10 წვეთი ევკალიპტის ზეთი(აფთიაქებში იყიდება) . დაიხარეთ თავით ქვაბისკენ, გადაიფარეთ პირასახოცი და ისუნთქეთ ორთქლი მანამ, სანამ წყალი არ გაცივდება. შეიმშრალეთ სისველე და ეცადეთ გარეთ არ გახვიდეთ ამ პროცედურის შემდეგ.

 

ნუ დაიზარებთ, სულ რაღაც 3 დღე მოგიწევთ ამ მსხვერპლის გაღება. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანი იუპება დღეში მსოფლიოში ფილტვის კიბოთი, ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ .

ჯანმრთელობას გისურვებთ <3

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები