პოლიტიკა

ფრანგების მიერ დაწუნებული თბილისის გენერალური გეგმა და 11 პუნქტიანი შენიშვნები

რა ბედი ელის დედაქალაქს თუ შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული?!

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განხილვის ბოლო ფაზაშია შესული და  2017 წლის 13 ნოემბერამდე კონტრაქტორმა კომპანია  „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ქალაქის არქიტექტურის სამსახურს უნდა წარუდგინოს პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ის შენიშვნა, რომელიც გამოითქვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიერ ამ დოკუმენტის შესახებ. არქიტექტურის სამსახურს კი 22 ნოემბრამდე აქვს ვადა რათა შეამოწმოს ეს საბოლოო ვარიანტი და ან გაუფორმოს კონტრაქტორს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ან შეუწყვიტოს ხელშეკრულება.

მგგ-ის ზედამხედველობის, ანუ მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტმა თხოვნით მიმართა აზიის განვითარების ბანკს, რომ ეს უკანასკნელი დახმარებოდა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის შეფასებაში (შეფასება ითვალისწინებს: თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის საქსპერტო დასკვნისა და შესაბამისი რეკომედაციების მომზადებას; მგგ-ს გეგმარებითი დავალების საფუძველზე შემუშავებული GIS რუკების თვისებრივი შეფასებას; საექსპერტო შეფასება-ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვენებისა და რეკომენდაციების საბოლოო ანგარიშის წარმოდგენას).

ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა დაიქირავა Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-deFrance, პარიზში დაფუძნებული კომპანია (გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეული). შერჩეულმა კომპანიამ შეფასება ერიკ ჰიუბრეხტს დაავალა, უფროს არქიტექტორსა და ქალაქმგეგმარებელს, რომელსაც „აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება მსხვილ მეტროპოლისებზე მუშაობის, მათ შორის გარდამავალი ეკონომიკის ქალაქებში“. ერიკ ჰიუბრეხტი, ასევე,  არის პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ლექტორი.

„თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასება“ ასე ეწოდება იმ დოკუმენტს, რომელიც ბ-ნმა ერიკ ჰიუბრეხტმა ამა წლის 12 სექტემბერს ჩააბარა დამკვეთს. შეფასება, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, უარყოფითია (თუმცა ეს სავსებით მოსალოდნელი იყო), ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები იმეორებს და სრულად ემთხვევა ქართველი ექსპერტების შენიშვნებსა და წინადადადებებს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გთავაზობთ ამონარიდებს ამ დოკუმენტიდან.

შენიშვნა 1.

„შემოთაზებული მგგ- ს შინაარსი ყოვლისმომცველია და  ფარავს ბევრ სხვადასხვა დარგს, როგორიცაა  გარემოს დაცვა,   ეკონომიკური  განვითარება,  კეთილმოწყობა, ობიექტები, მობილობა  და  ა.შ.  მგგ  წარმოადგენს  გეოგრაფიულ  ინსტრუმენტს  სხვადასხვა პოლიტიკისა  და  სტრატეგიის  განსახორციელებლად,   თუმცა  ხშირ  შემთხვევაში  ეს  სტრატეგიები ჯერ  კიდევ  არ  არის  განსაზღვრული  ან დამტკიცებული  მუნიციპალურ დონეზე.  მაგალითად,  ეკონომიკური  განვითარების  სტრატეგია  მხოლოდ  ეროვნულ დონეზეა დადგენილი,  შესაბამისად  საკმაოდ რთულია  მკაფიო  ხედვის  ჩამოყალიბება ყოფილი  საწარმოო  ტერიტორიების   (დაახლოებით  1,000  ჰექტარი  გამოუყენებელი მიწებისა) განახლებასთან დაკავშირებით,   ასევე ტურისტული სექტორის ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან,    კომერციული სექტორის განახლებასთან, მშენებლობასთან თუ უძრავი  ქონების  ბაზართან  მიმართებაში.მუნიციპალიტეტის  გარემოს  დაცვითი  და გამწვანების  სტრატეგიაში  მოცემულია  ზოგადი  ამოცანები  ხოლო  ეკოლოგიისა  და გამწვანების  საქალაქო  სამსახურმა  ახალხანს  დაიწყო  მწვანე  სივრცეების ინვენტარიზაცია. სატრანსპორტო სტრატეგია ასევე ადგენს მიზნებს, მაგრამ მგგ-ში არ არის და ასახული იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დერეფნები.“

შენიშვნა 2.

„არსებულ მგგ 1:10,000 მასშტაბშია მომზადებული. ეს მასშტაბი შუალედური ვარიანტია სტრატეგიასა  (გენერალური გეგმა ზოგადად იქმნება მასშტაბით 1: 50,000 ან 1: 25,000) და  განაშენიანების მაკონტროლებელ დეტალურ  რეგულაციას შორის. (1: 1,000 ან 1:500). ფაქტიურად,  მოქმედი მგგ გამოიყენება სამშენებლო ნებართვის გასაცემად, ხოლო ახალმა  მგგ-მ  უნდა  გადაწყვიტოს  უამრავი  არსებული  პრობლემა,  რაც  უკავშირდება მიწის   საკუთრებას,  საზღვრების დადგენას და  ა.შ.   1: 10,000  მასშტაბის  შერჩევა  ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს და ვერ გადაჭრის ამ პრობლემებს. შეიძლება ითქვას, რომ იგი ზედმეტად დეტალურია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის  და პირიქით, არასაკმარისად  კონკრეტულია  განაშენიანების  მაკონტროლებელი  დეტალური რეგულაციებისთვის.  შესაბამისად, რთული  იქნება  სტრატეგიის  ნათლად  განსაზღვრა, ასევე მისი განხორციელება და ოპერირება  ამ დოკუმენტის საფუძველზე“

შენიშვნა 3.

„მგგ-ს ხედვები არ შეესაბამება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილ სატრანსპორტო  დერეფნებს.  ძალიან  მნიშვნელოვანია  დადგინდეს  ძირითადი კორიდორი,  ამ  დერეფნებთან  დაკავშირებული  ურბანული  ქსოვილის მოდიფიკაციისთვის, რაც სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს.

მგგ-ში  მოცემულია  სხვდასხვა  პოზიცია  რკინიგზის  ცენტრალურ  სადგურთან მიმართებაში,  რაც  არ  არის  ნათლად  ჩამოყალიბებული  და  გამყარებული  შესაბამისი ძირეული  კვლევებით.  ეს  სადგური  გადამწყვეტ  როლს  თამაშობს  ქალაქისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რკინიგზის სადგური მეტროს ორხაზს უკავშირდება.  სარკინიგზო  ხაზი,  რომელიც   ქალაქს  კვეთს    უნდა  შენარჩუნდეს საქალაქთაშორისო  მგზავრობისათვის  და   უნდა  გაიხსნას  სარკინიგზო  დერეფანი ქალაქის  შიდა  ურბანული  საზოგადოებრივი  ტრანსპორტირების  მიზნებისთვის. საერთაშორისო  გამოცდილება  ქალაქის  შიგნით  რკინიგზის  შენარჩუნების მნიშვნელობაზე  მეტყველებს.   (მაგალითად,  პარიზი  და  ლონდონი  მილიარდობით ევროს  ხარჯავს   აგლომერაციის  ცენტრალურ   ნაწილში  რკინიგზის  სადგურების დასაკავშირებლად).

შენიშვნა 4.

„სარკინიგზო ხაზის გასწვრივ ქალაქის ცენტრის გადამკვეთი ახალი მაგისტრალის მშენებლობის საკითხი უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან.  ეს ქალაქის მართვის  ძველი სტილია.  მსხვილ  ქალაქებში,  როგორიცაა  პარიზი,  ბოსტონი,  პორტლენდი,  სეული, მონრეალი და სხვ. საავტომობილო მაგისტრალებს ურბანულ ბულვარებად გარდაქმნიან; ამას  რამდენიმე  მიზეზი  აქვს:   ოპერირების  ხარჯების  შემცირება,  ცხოვრების  მაღალი ხარისხი,  ქალაქის  მობილობის  მოდელში  მანქანის  წილის  შემცირება.  ორი  არსებული საავტომობილო მაგისტრალი უკეთესად აუნდა იყოს ინტეგრირებული ქალაქში, ქალაქის ცენტრისკენ ყოველგვარი გაფართოების გარეშე.“

შენიშვნა 5.

„ ქალაქი  მეტად  არის  დამოკიდებული  ავტომობილებზე,  რაც  აუარესებს  ცხოვრების ხარისხს,  ზრდის  დაბინძურებას  და  ხაზს  უსვამს  ურბანულ-სოციალურ  სეგრეგაციას. ახალი  მგგ-ს ფარგლებში  შემოთავზებულია რამდემიმე  ველო  ბილიკი, თუმცა  არ  არის წარმოდგენილი  კონკრეტული  პროექტი.  იგი  უნდა  ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის  მიერ  მომზადებულ  “თბილისის  ველოქსელის”  პროექტს, რომელიც უფრო  თანმიმდევრული  და  სრულყოფილია.  ფაქტიურად,  მგგ  ქალაქში ავტომობილების  წილის  გაზრდას  გვთავაზობს  (ამერიკული  სტანდარტების თანახმად  მეტ  ავტოსადგომს,  ახალ  საავტომობილო  მაგისტრალებს),  რაც  კიდევ უფრო  გაზრდის  საცობებს.  მსუბუქი  გადაადგილება  არ  უნდა  აღიქმებოდეს, როგორც  დამატებითი  გადაადგილების  საშუალება  ქალაქში  ყველაზე გავრცელებულ  მობილობის   საავმტომობილო  მოდელთან  ერთად.  ეს  არის სრულიად  განსხვავებული  მიდგომა  ურბანული  მობილობისა  და  ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით.“

შენიშვნა 6.

„კულტურული  მემკვიდრეობის  უბანი  მიიჩნევა  ურბანული  განახლების შესაძლებლობლად,  ჰიბსტერებისა  და  საზოგადოების  შემოქმედებითი  ფენისმოსაზიდად.   ამ  უბნების  განახლებას  სითი  ინსტიტუტი  საქართველო  გვთავაზობს ჯენტრიფიკაციის  გზით.  ეს  მიდგომა  არასწორია  იუნესკოს  და  გაეროს  ჰაბიტატის სტანდარტების  თანახმად.  ჯენტრიფიკაცია  ახდენს  სეგრეგაციის  ეფექტს  დაბალი

შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე,  რომელთაც ესაჭიროებათ ქალაქის ცენტრში ცხოვრება, რათა  ხელი  მიუწვდებოდეთ   სამუშაო  ადგილებსა  და  ურბანულ  მომსახურებაზე. სოციალური  მრავალფეროვნება  უნდა  წახალისდეს  კულტურული  მემკვიდრეობის რეაბილიტაციის  მხარდაჭერით,  რათა  შენარჩყუნებული  იქნა  რამდენიმე  ტიპის საცხოვრისი  (დაბალშემოსავლიანი,  საშუალოშემოსავლიანი  და  შემოქმედებითი კლასებისთვის).  კულტურული  მემკვიდრეობის  რეაბილიტაციისა  და  სოციალური მრავალფეროვნების  მართვის  კუთხით  არაერთი  საერთაშორისო  გამოცდილების მაგალითი არსებობს  (მაგ., ბალატი და ფენერი სტამბულში, მომზადებულია IAU-ს მიერ).“

შენიშვნა 7.

„მწვანე  სივრცეების  რაოდენობის  ზრდა  ძირითადად  განპირობებულია რეკრეაციული  ზონების  კატეგორიიდან  ლანდშაფტურ-რეკრეაციულ  ზონებზე გადასვლით.    ფაქტიურად  შემოთავაზებულია  სულ  რამდენიმე  ახალი  მწვანე  არეალი, შესაბამისად  მგგ არ გვთავაზობს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.“

 შენიშვნა 8.

„თბილისის  ზღვის  ირგვლივ  რეკრეაციული  ტერიტორიების  შექმნის  წინადადება გვეგვლინება  სახიფათო  შეცდომად,  რადგან  არსებობს  ქალაქის  მთავარი  სასმელი წყლი რეზერვუარის  დაბინძურების  რისკი.  აქ  არ  შეიძლება  იყოს  განთავსებულდამაბინძურებელი ტიპის საქმიანობის ობიექტები, როგორიცაა ზოოპარკი, ძრავიანი ნავები რესტორანი  და  სხვა,  თუმცა  ამ  ტერიტორიებზე  უკვე  გაცემულია   გარკვეულ მშენებლობების ნებართვები, რომლებიც არ არის მიღებული მხედველობაში.“

შენიშვნა 9.

„მგგ-ს  განხორციელების  ხარჯები  ძალიან  მაღალია  მუნიციპალურ შესაძლებლობებთან  მიმართებაში.  ხარჯების  მკაფიო  ანალიზისა  და  ფინანსურ შესაძლებლობებთან მათი მიბმის გარეშე, მგგ-ს განხორციელება არარეალისტურია. მგგ-ს  შემუშავების  მიდგომა  უნდა  ეფუძნებოდეს ზემოხსენებულ  მოსაზრებას,  რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა საპროექტო გადაწყვეტებზე. „

შენიშვნა 10.

„რუკები   სერიოზულ  ცვლილებებს  საჭიროებს  (მაგ.  კონკრეტული  შენიშვნა მოწოდებული  IAU-ის  მიერ).  რუკებში  აქცენტი  არ  არის  გაკეთებული   მთავარი ძირითადი  მესიჯების  გადმოცემაზე. უნდა  შეიქმნას  საყრდენი  გეგმა,  სადაც  ასახული იქნება   საბაზისო  ინფორმაცია.  ზოგჯერ  რთულია  ფერების  გარჩევა.  (იხ.  ქვემოთ მოცემული თავი რუკების შესახებ).“

„სქემები  და  სტრატეგია  არ  არის  წარმოდგენილი.  ამდენად,  დოკუმენტი ძირითადად წარმოადგენს არადეტალიზებულ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც არ  განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, ძნელი გასაგებია, თუ რა სტატუსი აქვს დოკუმენტს.“

შენიშვნა 11.

„იმპლემენტაციის  პროცესის  დეტალები  არ  არის  წარმოდგენილი.  არ  არის წარმოდგენილი  ფართომასშტაბიანი  ურბანული  პროექტების  განხორციელების ინსტრუმენტები, ხოლო  კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანია.

არ  არის  განმარტებული  თუ  როგორ  უნდა  მოხდეს  მგგ-ს   ადაპტაცია  არსებულ გეგმარებასთან,  შესაბამისად  არ  არის  ცხადი  თუ  როგორ  უნდა  მოხდეს  მოქმედი გენგეგმის  ახლით  ჩანაცვლება.  სხვადასხვა  მიზეზის  გამო  ბევრი  ცვლილება  იქნა“

ზოგადი მოსაზრებები

 „მგგ  არ  არის  მხოლოდ ტექნიკური  ინსტრუმენტი, რომელიც  შეიმუშავებს  განაშენიანების დეტალურ      მაკონტროლებელ  რეგულაციას  ან  კოორდინაციას  გაუწევს  სხვადასხვა  პოლიტიკას ან სტრატეგიას მუნიციპალიტეტის მასშტაბით. იგი ასევე უნდა ასახავდეს  და მხარს  უჭერდეს  ქალაქის  განვითარების  პოლიტიკას.   შესაბამისად,  მთავარი  მესიჯები ძირითადად  პოლიტიკური  ხასიათისაა.  შემოთავაზებული  მგგ  3  ძირითად  მესიჯზე/საკვანძო სიტყვაზე  ამახვილებს ყურადღებას:

– მწვანე ქალაქი

–  შეკავშირებული ქალაქი

– კომპაქტური ქალაქი

ფაქტობრივად,  მწვანე  ქალაქის  ფარგლებში  შემოთავაზებულია  სულ  რამდენიმე  ახალი მწვანე სივრცე , აქედან ზოგიერთ მათგანს არასწორი ლოკაცია აქვს. შეკავშირებული ქალაქი გვთავაზობს ქალაქის  ცენტრალურ  ნაწილში  ყველაზე  მნიშვნელოვანი  სატრანსპორტო კვანძის  (რკინიგზის)  გაუქმებას    და  ქალაქის  ცენტრში  საავტომობილო  მაგისტრალის განთავსებას,   რომელსაც  რკინიგზასთან  შედარებით  ძალიან დაბალი  გამტარუნარიანობა აქვს.  კომპაქტური  ქალაქი   მრავალ  სირთულეს  შეუქმნის  ინვესტორებს,  მისი  მკაცრი რეგულაციებიდან  გამომდინარე.    სინამდვილეში, ეს სამი საკვანძო სიტყვა არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის პოლიტიკის მთავარ მესიჯებს. ბრენდინგზე ძლიერი ძალისხმევა უნდა გაკეთდეს, რათა სათანადოდ იყოს ასახული მუნიციპალიტეტის ძირითადი მიზნები, ხოლო მგგ  პრაქტიკულად  მისი  პოლიტიკის  სარკეს  უნდა  წარმოადგენდეს.  დღესდღეობით, მუნიციპალიტეტი  აქცენტს  აკეთებს    საჯარო  სამსახურზე,  უნივერსიტეტებზე  (100.000 სტუდენტი),  კულტურული  მემკვიდრეობის  ძეგლების  რეაბილიტაციაზე,  ტურიზმის განვითარებაზე, მსუბუქ მობილობაზე,  ცხოვრების ხარისხზე, ურბანულ ეფექტურობასა და  „ჭკვიან“ ქალაქზე. მთავარი პრობლემები   დაკავშირებულია საცხოვრისთან  (800 ჰექტარზე 1,800  შენობების  რეკონსტრუქცია,  დაახლოებით  1000  ჰექტარზე  ყოფილი  სამრეწველო ფართების  განახლება),  ეკონომიკურ  განახლებასა და  საინვესტიციო  მიმზიდველობასთან სამუშაო ადგილების შექმნისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაკლებად ტექნოკრატული  კუთხით და   მეტი  აქცენტი უნდა გაკეთდეს მოქალაქეებსა და სამიზნე ინვესტორებზე.

შემოთავაზებული  მმგ-ში  რიგი  ცვლილებები უნდა  იქნას  შეტანილი რამდენიმე  ძალიან მნიშვნელოვან  პუნქტთან  დაკავშირებით,  ხოლო  მისი  დამტკიცება  იმპლემენტაციის მიზნით  დაუშვებელია.  იგი  შეიძლება  მიღებულ  იქნას,  საცნობარო  ე.წ  „რეფერენს“ დოკუმენტის  სახით,  როგორც   იდეების  ყუთი.  სინამდვილეში,  ეს  დოკუმენტი  არც მიწათსარგებლობის  გენერალური  გეგმაა  და  არც    განაშენიანების  დეტალური მაკონტროლებელი  რეგულაცია.  იგი  არ  გვთავაზობს  სივრცითი  მოწყობის  სტრატეგიის ნათელ ხედვას, რომელიც შეიძლება დამტკიცებული იყოს თბილისისთვის. დოკუმენტი არ არის  საკმარისად  დეტალური,  რომ  იგი  გამოყენებული  იქნეს   მიწის  ნაკვეთზე მშენებლობის  ნებართვების  გასაცემად.  ამასთან,  გვხდება  როგორც  მნიშვნელოვანი შეცდომები,  ასევე,  ნაკლოვანებები   კონცეფციისა  და  მისი  იმპლემენტაციის  კუთხით (როგორიცაა,  ურბანული  გაფართოების  შეზღუდვა,  ქალაქის  ცენტრალური  ნაწილში სარკინიგზო  ხაზის   გაუქმება,  ქალაქის  ცენტრში  ახალი  საავტომობილო  მაგისტრალისმშენებლობა, ურბანული განახლებისთვის ოპერატიული ინსტრუმენტების არარსებობა და სხვ.),  რომლებიც  სერიოზულ  პრობლემებს  შექმნის  მისი  განხორციელების  შემთხვევაში. დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში იუნესკოსა თუ გაეროს ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან..

დასკვნა

„დოკუმენტი  უნდა  განახლდეს  სხვადასხვა  მიმართლებით,  რაც  შეიძლება  მომდევნო კვირებში  გაკეთდეს,  პროექტის  დასრულებამდე  (ნოემბერში).  მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენი საბოლოო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგს:

  1. სრულყოფილი  (მდგრადი)  ხედვა  ინვესტორებისა  და  მოქალაქეებისთვის  საკვანძო მესიჯებით
  2. მკაფიო სივრცით მოდელი ერთიანი სივრცითი მოწყობის საკითხებთან მიმართებაში სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების კოორდინაციის მიზნით
  3. მარეგულირებელი ინსტრუმენტი,  რომელიც  განმარტავს  თითოეული  ზონის რეგულირებას (მიწათსარგებლობა, ურბანული დიზაინი, კომუნალური ობიექტების დაკავშირება და ა.შ.)
  4. მონიტორინგის სისტემა ინდიკატორებით
  5. პროგრამა და  ინსტრუმენტები  (ფინანსები  და  ინსტიტუციები)  მგგ-ს  2030  წლამდე იმლიმენტაციისთვის.

დოკუმენტში არსებული შედეგები ამ ელემენტებს ნაწილობრივ მოიცავს, ამიტომ საჭიროა მათი  სრულყოფა:  არ  არსებობს მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებული განმარტება (რა ტიპის  ინდიკატორებია  ამოცანებთან  მიმართებაში) და  იმპლემენტაციის  მექანიზმები (ხარჯები, ფინანსები, ინსტიტუციები).  მარეგულირებელი  ინსტრუმენტი  (ტომი4) მოიცავს შეფასებას  და  კრიტერიუმებს,  რაც  არ  არის  გამოსადეგი  ყოველდღიურ  საქმიანობაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში. სივრცითი მოდელი უფრო მეტი სქემით უნდა იყოს  წარმოდგენილი, რომელებზეც  ნაჩვენები  ინქება:   მაგალითად  მობილობა, რისკების მართვა, ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. ხედვა ეფუძნება 3 ასპექტს, რომელიც არ გამოდგება  არც  ქალაქის  ბრენდინგისთვის  და    არც  მოქალაქეებისთვის  მგგ-ს განსამარტებლად.

დოკუმენტის ფარგლებში სამი ძირითადი საკითხი უნდა იქნას გადწყვეტილი:

–  არ არის მოგვარებული შემდეგი ურბანული დაგეგმარების   საკითხებები:

o  ქალაქის  გამჭოლი  რკინიგზა,  რკინიგზის  სადგური  და  მისი  მიმდებარე ტერიტორია

o  ინვესტიციებთან  დაკავშირებული  ურბანული  გაფართოება  (არსებული მშენებლობის ნებართვები და შენობები „ურბანული კონტურის” გარეთ)

o  ურბანული განახლების პრინციპები, როგორც საცხოვრებელი, ასევე ყოფილი საწარმოო  ტერიტორიებისთვის;  ასევე,  იმპლემენტაციის  ინსტრუმენტები ურბანული განახლებისთვის.“

თბილისის ახალი მერის განცხადებით დედაქალაქის განვითარების  გენერალური გეგმის (რეალური) შექმნა საჯარო და ღია პროცესი უნდა იყოს,  ყველა  დაინტერესებული მხარეების და თბილისის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით.

ამ პროცესის წარმატების საწინდარი კი მაქსიმალურ საჯაროობაშია!

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *