განათლება

ქართველებმა აჯობეს ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ინდოეთი…

 

მათემატიკის მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენმა ბიჭებმა ექვსიდან ექვსივემ მედალი აიღო!

მათგან საუკეთესომ, საბა ლეფსვერიძემ 29 ქულით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ნიკა ბირკაძემ (24 ქულა), დიმა კორკოტაშვილმა (23 ქულა), სანდრო ხოხიაშვილმა (22 ქულა),  თემო თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 133 ქულა დაგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა. მართალია შარშანდელი შედეგი ოდნავ გაუარესდა, მაგრამ ექვსიდან ექვსი მედალი ასეთ პრესტიჟულ ოლიმპიადაზე მართლაც საამაყო შედეგია…ამ პატარა ქვეყანამ ვაჯობეთ ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდოეთი …

ბედნიერი და წარმატებული მომავალი თქვენ ჩვენი ქვეყნის საიმედოდ და სასახელოდ !!!

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *