ეკონომიკამთავარი ბლოკიმსოფლიო სიახლეებისაზოგადოება

ქართველის მიერ შექმნილმა კალორიების მთვლელმა “ჭკვიანმა სამაჯურმა” მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა

ქართველის მიერ შექმნილმა ,,ჭკვიანმა სამაჯურმა“ Indiegogo-ზე 1.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა

healbe-gobe-wrist-pulse-v2-970x647-c

GoBe ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაბერიძისა და მისი უცხოელი მეგობრების  მიერ დაფუძნებული კომპანია HealBe-ის მიერ შექმნილი „ჭკვიანი სამაჯურია“, რომელიც კალორიების, წყლის ბალანსისა და ენერგიის დახარჯვის კონტროლში დაგემხარებათ. პროდუქტმა BBC-ის ექსპერიმენტი იანვარში წარმატებით გაიარა.

ტექნოლოგიურად სამაჯური რევოლუციური არ არის. სენსორი, რომელიც მასშია გამოყენებული სხვა ფიტნეს მოწყობილობებშიც გვხვდება – მოწყობილობას უნარი აქვს დენის მეშვეობით სხეულის წინააღმდეგობის ეფექტი გაზომოს, რათა, მაგალითად, გულისცემის სიხშირე შეაფასოს. მაგრამ, რაც GoBe-ს სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან ნამდვილად გამოარჩევს, კალორიების დათვლის სისტეემაა.

,,საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში ხვდება პროტეინები, ნახშირწყლები და ცილები. მიქაბერიძის თქმით ახლა უკვე შესაძლებელია კალორიების კალკულაცია.

გამოყენებულია გაზეთ “ბანკები და ფინანსები”ს მასალა.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები