საზოგადოება

ქართველი ახალგაზრდების საოცარი გამოგონება: ხელთათმანი, რომლიც სმენისა და მეტყველება დაქვეითებულ პირებს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ეხმარება

Sign and Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას.

იდეის ავტორები არიან: გიორგი ბესტავაშვილი, ბექა ბაბუნაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე.

გუნდის წევრებს ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპი აქვთ შექმნილი. სამომავლოდ ხელთათმანის საწარმოებლად დაფინანსების მოპოვებას გეგმავენ რომლისთვისაც ჩვენი დახმარებაა საჭირო – მხოლოდ ლინკზე გადასვლითა და ხმის მიცემითsocialimpactaward.ge/

„ჩვენ მეზობლად არის ერთადერთი სკოლა სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. გავლისას ხშირად გვხვდებოდა თვალში, რომ ბავშვები მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და საზოგადოებასთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ, რადგან ჟესტების ენა დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. აქედან გაჩნდა იდეა, გვინდოდა, გამოგვეგონებინა ისეთი მოწყობილობა, რომელიც დაეხმარებოდა მათ, დაეწყოთ ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან და გადავწყვიტეთ, ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანები შეგვექმნა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათს ცხოვრებას. ხელთათმანი სენსორების საშუალებით აღიქვამს მომხმარებლის ხელის მოძრაობებს, თარგმნის და შემდეგ კი სპიკერი ახმოვანებს. ეს ყველაფერი პარალელურად ხდება და არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა საუბრისას. ხელთათმანი ძალიან მოსახერხებელი და ყველა სიტუაციაში გამოსადეგია. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უფრო დავხვეწთ და მაქსიმალურად კომფორტულსა და მოსახერხებელს გავხდით “ – აღნიშნავს ბექა ბაბუნაშვილი.

სმენის უქონლობა ხშირად შეიძლება იქცეს ინტელექტუალური განვითარების წინაღობად. გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადამიანები ვერ ახერხებენ სოციალიზაციას, იმისათვის, რომ სმენადაქვეითებულმა  სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი, აუცილებელია, გარშემომყოფები დაეუფლონ ჟესტების ენას, ეს კი საკმაოდ რთულია. Sign&Sound-ი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი გამოგონებაა. სპეციალური ხელთათმანის განვითარების, დახვეწისა და დამკვიდრების შემდეგ, აღნიშნულ პრობლემა მოგვარდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

„ჩვენ უკვე სამი თვეა შეუჩერებლად ვმუშაობთ და საკმაოდ რთული იყო პირველი თვე, რადგან საქართველოში  სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ ექცევათ საკმარისი ყურადღება. მათ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, სოციალური ქსელები, დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა, შესაბამისად, მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია რთულია. როგორც უკვე ბექამ აღნიშნა, ერთადერთი საშუალება მათთან კომუნიკაციისთვის არის ჟესტების ენა. მომავალში კი, იმედია, ჩვენი იდეა სრულად გამოასწორებს ამ მდგომარეობას“ – აღნიშნავს გიორგი ბესტავაშვილი.

გუნდის მხარდასაჭერად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზეhttp://socialimpactaward.ge/

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *