მთავარი ბლოკიმსოფლიო სიახლეებისპორტი

ქართველმა პროგრამისტებმა “გუგლის” მიერ ჩატარებულ მსოფლიო შეჯიბრში 2815 გუნდიდან მე-2 ადგილი მოიპოვეს!

ქართველმა პროგრამისტებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს გუგლის მიერ ჩატარებულ შეჯიბრზე Hashcode, რომელშიც ევროპისა და აფრიკის 2815 გუნდი მონაწილეობდა. ქართულმა გუნდმა All In (ნიკა ჯიმშელეიშვილი, გიორგი საღინაძე, ირაკლი მერაბიშვილი და აკაკი მამაგეიშვილი) მეორე ადგილი დაიკავა და პირველ აპრილს, პარიზში დასკვნით ტურში მიიღებს მონაწილეობას სხვა 50 გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა გაასწრეს გუნდს, რომელშიც ლეგენდარული ბელორუსი პროგრამისტი გენადი კოროტკევიჩი გამოდის. იმის გამო, რომ აკაკი მამაგეიშვილი შვეიცარიიდან მონაწილეობდა კონტესტში (ამჟამად იქ სწავლობს), გუნდის სადაურობაში შვეიცარიაც არის მითითებული. შეჯიბრის შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://hashcode.withgoogle.com/hashcode_2017.html

 

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები