კრიმინალიმთავარი ბლოკირეგიონებისაზოგადოება

ქართველმა ჟურნალისტმა მიხეილ რობაქიძემ კუმისელი მოჩვენება ფოტოზე დააფიქსირა – რეიკი თუ ადამიანი რომელიც ხალხის შეშინებით ერთობა?!

                     კუმისელი მოჩვენება არაოფიციალური ცნობით პარანორმალური არსება რეიკია რომლის გამოჩენასაც საქართველოში 1940 წლის მერე ადასტურებენ.

ტელეკომპანია “მირის” ქართველი ჟურნალისტი მიხეილ რობაქიძე Fact2.ge-ს უყვება:

– კუმისელი მოჩვენების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟით ტელეკომპანია “მირიც” დაინტერესდა და ოპერატორთან ერთად წავედი სიუჟეტის მოსამზადებლად. თითქმის მთელი დღე ვიყავი კუმისში და გამოვკითხე უამრავი ადამიანი მათ შორის ისინი ვისაც მოჩვენება თავად ჰყავდა ნანახი, თუმცა სახეზე არავის დაუნახავს. ამის შემდეგ დაახლოებით ღამის პირველ საათზე წავედი კუმისის სასაფლაოზე რომ ღამის სასაფლაოს კადრები გადამეღო და სწორედ მაშინ გამოჩნდა ის ადამიანი რომელიც უჩვეულო სისწრაფით გაუჩინარდა, მაგრამ მოვახერხე და ფოტოს გადაღება მოვასწარი.

– თავად რას ფიქრობ რამდენად რეალურია ეს ამბავი?

– არ არის გამორიცხული რომ სოფელში არიან ადამიანები, ვისი მიზანიც არის ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება, ამირომაც ზუსტად იციან- სად და როგორ უნდა გამოჩნდნენ, ჩვენი გადამღები ჯგუფის კუმისში ყოფნის შესახებ გაიგო მთელმა სოპელმა, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ის მოჩვენება აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ წავედით. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ უცნობი არსება- საერთოდ არ არის ადამიანი, და არის რეიკი ან იეტი ან თოვლის კაცი. მითუმეტეს რომ საქართველოში წინა საუკუნის ორმოციან წლებში მსგავსი შემთხევა იყო დაფიქსირებული.

– რა სუბსტანციაა რეიკის და საქრთველოში თუ არის მისი არსებობა დაფიქსირებული?

– რეიკი არის არსება, რომელიც პრიმატებსა და ნეონდერტალელებს შორის ასებული ნაირსახეობაა ანუ მან ვერ გაიარა ევოლუცია და დარჩა განცალკევებულ ქვეტიპად, მაგრამ მეცნიერულად მისი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მეცნიერებათა აკადემიაში 1957 წელს ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია რომლის მიზანი იყო რეიკის ანუ იეტის შესწავლა. კომისიაში შევიდნენ ანტროპოლოგები, ექიმები, არქეოლოგები და ისტორიკოსები – ცოტახანში კი კომისიის ყველა მასალა, მათ შორის ექსპედიციის შედეგები გახდა საიდუმლო, გრიფი დაედო უშიშროების კომიტეტის მხრიდან. სხვათაშორის ანალოგიური ჯგუფი იყო შექმნილი ამერიკაშიც, თუმცა მათი მუშაობა დღემდე წარმოადგენს საიდუმლოებას. არ არის გამორიცხული, რომ კუმისის მოჩვენება არის მსგავსი არსება თუმცა მრავალი წლის შემდეგ დახვეწილი ფორმები მიიღო.

პ.ს საზოგადოების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ რეიკის ფოტოს ვასაღებთ როგორც ჩვენს მიერ გადაღებულს. ფოტოს პირველ ნაწილზე რეიკია გამოსახული (თარიღიც მითითებულია) რომელიც ინტერნეტიდან არის აღებული  ვინაიდან მასალაში რეიკზეა საუბარი და მეორე ნაწილზე უკვე კუმისის სასაფლაოზე გადაღებული ადამიანია გამოსახული. ზრდასრულ ადამიანებს ამის ახსნა რატომ უნდა გვჭირდებოდეს?!

(ფოტო ორიგინალში შორიდან არის გადაღებული, მაგრამ მაქსიმალურად ახლოს მოვიტანეთ აღქმა რომ ყოფილიყო შესაძლებელი)

FACT2.GE

მასალის გამოყენების პირობები

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები