სპორტი

ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავები

ორი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელის საკალათბურთო უნარების შეფასება

www.fact2.ge – პაატა წამალაშვილი

გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, ეს ორი ,,თინეიჯერი” კალათბურთელი მალე NBA-ს გააცნობს საკუთარ თავს. 

გოგა ბითაძე

ასაკი – 18,2 წლის

პოზიცია – ცენტრი

სიმაღლე –  213სმ (7 ფუტი)

წონა – 113კგ

Wingspain (ჰორიზონტალურად გაშლილი მკლავების სიგრძე, მხრების ჩათვლით, ერთი ხელის შუა თითის წვეროდან მეორე ხელის შუა თითის წვერომდე) – 224სმ (7,4 ფუტი)

Standing reach (ვერტიკალურად აწეული და გაჭიმული მკლავებით მდგარი მოთამაშის სიმაღლე ძირიდან შუა თითების წვეროებამდე) – 281სმ (9,3 ფუტი)

თამაშის სტილი – იონას ვალანჩუნასი/ჰასან უაითსაიდი

შეგახსენებთ, რომ NBA-ში ზრდასრული ცენტრის პარამეტრები შემდეგი მაჩვენებლებიდან უკვე იდეალურად ითვლება: სიმაღლე – 211სმ. წონა – 113კგ. Wingspain – 221სმ (7,3 ფუტი). Standing reach – 275სმ (9.1 ფუტი). შესაბამისად, გოგა ზომით იდეალური ცენტრი გამოდის.

შესაძლებლობები:

მაღალი დონე – მოხსნა, დაფარება, სროლა, ძალა, დაცვა, მოქნილობა, პოტენციალი.

საშუალო დონე – სისწრაფე, პოსტ-მოძრაობები(ფარქვეშ მოძრაობები შეტევის დროს), ლიდერობა, გუნდურობა, ჭკუა, პასი.

დაბალი დონე – ათლეტურობა, გაწონასწორებულობა (ფოლებით იტვირთება ძალიან), მენტალიტეტი (ჯერ უჭირს თავის დამკვიდრება პროფესიონალებში).

 

სანდრო მამუკელაშვილი

ასაკი – 18,4 წლის

პოზიცია – მძიმე ფორვარდი/მსუბუქი ფორვარდი

სიმაღლე –  208სმ (6,10 ფუტი)

წონა – 107კგ

Wingspain  – 216სმ (7,1 ფუტი)

Standing reach – 273სმ (9,0 ფუტი)

თამაშის სტილი – კაილ კუზმა/აარონ გორდონი

შეგახსენებთ, რომ NBA-ში ზრდასრული მძიმე ფორვარდის პარამეტრები შემდეგი მაჩვენებლებიდან უკვე იდეალურად ითვლება: სიმაღლე – 206სმ. წონა – 105კგ. Wingspain – 216სმ (7,1 ფუტი). Standing reach – 271სმ (8.11 ფუტი). 

მსუბუქი ფორვარდის კი: სიმაღლე – 201სმ. წონა – 98კგ. Wingspain – 211სმ (6.11ფუტი). Standing reach – 263სმ (8.8 ფუტი). 

შესაბამისად სანდრო იდეალური ზომის გამოდის როგორც მძიმე ასევე მსუბუქი ფორვარდის პოზიციისათვის.

შესაძლებლობები:

მაღალი დონე – სროლა, ძალა, მოქნილობა, პოტენციალი, ლიდერობა, გუნდურობა, ჭკუა, ათლეტურობა.

საშუალო დონე – მოხსნა, დაფარება, დაცვა. გაწონასწორებულობა, დრიბლინგი, პასი.

დაბალი დონე – სისწრაფე, პოსტ-მოძრაობები, მენტალიტეტი (ჯერ მისთვისაც რთულია დიდებში თავის დამკვიდრება).

 

როგორც ვხედავთ, მშვენიერი ბიჭები გვეზრდებიან და საბედნიეროდ მხოლოდ მათ იმედზე არ ვართ. გოგა და სანდრო სავარაუდოდ ერთ დროს გავლენ NBA Draft-ზე, მაგრამ ეს როდის მოხდება ჯერ უცნობია.

წარმატება ვუსურვოთ მათ!

                                                         

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *