პოლიტიკა

ქართული ოცნების ახდენილი ოცნება – ნაცები ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩებიან

ივლისის თვეში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია იმართება. დამთავრდა კამათი სესიაში რუსეთის დელეგაციი სმონაწილეობაზე, მაგრამ არ ცხრება ვნებათაღელვა გიგი წერეთლი სასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რუსული დელეგაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგი წერეთლის კანდიდატურას. „ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა ნიკოლაი კოვალიოვმა.

ჭეშმარიტად ამოუცნობნი არიან გზანი უფლისანი, მაგრამ არც ისე ძნელია ნაციონალთა და რუსული პოლიტიკური ელიტის თანხვედრილინააზრევის ამოცნობა. რუსთა მიერ გიგი წერეთლის მხარდაჭერა არა თუ ეჭვის საბაბად აღიქმება, არამედ აღიარებაა ნაციონალთა და მათ პატრონთა ურთიერთშეთანხმებული ქმედებისა, მინიმუმ თოთხმეტი წლის განმავლობაში.
თავის მხრივ, ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს ან “ორი რუსეთის თეორიის” არსებობის მტკიცება, ან საკუთარი პოლიტიკური წარსულის გაკრიტიკება, რა თქმა უნდა, აწმყოსთან ერთად. მომავალი ხომ ისედაც არ უჩანთ, თუნდაც ისეთი უნიათო პოლიტმოწინააღმდეგის პირობებში, როგორიც ქართული ოცნებაა.

თავისთავად, ქართული ოცნება კი „პირველ ჩვენებას“ არ ცვლის, სიტყვით ომახიან, საქმით კი უსუსურწინააღმდეგობას უწევს გიგი წერეთლის არჩევას. ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ქმნის განცდას, რომ ყველგან და ყველაფერში “სასტიკად ებრძვის და ჩაგრავს” ნაცმოძრაობას. “იმდენად ებრძვის”, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალპოსტზე ქართველი დეპუტატის არჩევას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ეწინააღმდეგებიან.

ამ ქმედებითაც ჩანს, რომ რეალურად მთელი ძალისხმევით ცდილობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახული ამოცანის – ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის – ბოლომდე განხორციელებას ნაცმოძრაობის მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად დამკვიდრების გზით (ოცნების შიდაკვლევების გამოქვეყნებაც ამის დასტურია), ამ სტატუსის “მფლობელს” კი რაც არ უნდა აპროტესტოს საზოგადოების ნაწილმა ხელს იოლად არავინ მოგაკიდებინებს.

სახალხო პარტია 01.07.2016

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები