საზოგადოება

ქართულ-ამერიკული საინჟინრო-მხაზველობითი კომპანია S-Cad Group Georgia აცხადებს ვაკანსიებს

ქართულ-ამერიკული კომპანია S-Cad Group Georgia საინჟინრო-მხაზველობითი კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ამერიკაში, მისი ქართული ფილიალი თბილისში ექვსი წლის წინ გაიხსნა. კომპანიის ხელმძღვანელია მიხეილ ცინაძე. კომპანია მუშაობს მსხვილი კომერციული ფართების ინტერიერებისა და ავეჯის დაპროექტებაზე.

ვაკანსია IT სპეციალისტის პოზიციაზე:

კომპანია ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის იწვევს მაღალი კვალიფიკაციის IT და AutoCAD სპეციალისტებს – ისინი დასაქმდებიან პროექტებში, რომელსაც S-Cad Group Georgia -ახორციელებს.

S-Cad Group Georgia აცხადებს ვაკანსიებს – მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტის პოზიციაზე, (ვებ.პროგრამისტის სრული განაკვეთი) სერვერის ადმინისტრირების გამოცდილებით. ამ პოზიციის დასაკავებლად სავალდებულოა ქსელებთან მუშაობის გამოცდილება. ასევე LINUX და WINDOWS სერვერების ცოდნა და ადმინისტრირება, PHP, Java script.

ვაკანსია AutoCAD პედაგოგი:

ვაკანსიის დაკავების მსურველს უნდა ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის სტაჟი და გამოცდილება, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს AutoCAD-ის ცოდნის უმაღლეს დონეს.

კომპანია გამოირჩევა მაღალი პროფესიული რეპუტაციით და დასაქმებულთა შრომითი უფლბების დაცვით. კანდიდატი სამუშაო რეჟიმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს კოლეჯის ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.

ქართულ-ამერიკულიკომპანია S-Cad Group Georgia საზოგადოებრივი კოლეჯი “ინფორმაციული ტექნოლოგიების” აკადემიასთან ერთად ახორციელებს მოკლევადიან ტრენინგკურსს- AutoCAD-ის და ხაზვის კურსი. ტრენინგ -კურსი გრძელდება ორ თვენახევრის განმავლობაში, კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერტიფიკატი და შესაძლებლობა დასაქმდნენ კომპანია – S-Cad Group Georgia-ში მხაზველის პოზიციაზე, მზარდი ანაზღაურებით და სტაბილური სოციალური ბენეფიტებით. ახალი ჯგუფი სასწავლო და პრაქტიკულ კურსს დაიწყებს იანვრის ბოლოს. ჯგუფის დაკომპლექტება დაიწყება 25 იანვრიდან.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2-93-55-51 ან 574-61-44-55
www.itvet.ge
www.cadcabinets.com თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ – employment@cadcabinets.com

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *