კატეგორიაქალი და მამაკაცი

ყველაზე იოლი გზა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და ქალის გულის მოსაგებად

ანუ, დაჰპირდი, მაგრამ არ გააკეთო – ეს არის საკმაოდ იოლი გზა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და ქალის გულის მოსაგებად. განვმარტოთ უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად: ქალებს ყოველთვის ყველაფერი მაშინვე უნდათ და როცა მამაკაცი წინააღმდეგობას უწევს, აზარტი ემატებათ. სწორედ აქ არის აუცილებელი მოჩვენებითი მორჩილება. „რა თქმა უნდა, ვიყიდოთ“, „ხვალვე მოვიყვან ხელოსანს, შენ ამაზე არ განერვიულებ“, „კიდევ ხუთი წუთი და წავალ მაღაზიაში“. ღიმილით, მშვიდი, მეგობრული ტონით ნათქვამი ეს სიტყვები მაგიურად მოქმედებს ყველა ქალზე. თქმა ადვილია, ძალიან ადვილი. ჯიბრით და წინააღმდეგობის გაწევით მხოლოდ იმას მიაწღევთ, რომ ქალიც გაგიძალიანდებათ და იმ ხუთ წუთსაც არ მოიცდის.

გამოხატეთ თანაგრძნობა: ქალი ბუნებით ძალიან კეთილი არსებაა. მას ყველაფრის პატიება შეუძლია. მაგრამ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყურადღება და მოფერება მასაც სჭირდება. არ არის ძნელი, როცა ხედავ, რომ ბევრი საქმე აქვს, ტკბილი სიტყვით მაინც „მიეხმარო“. მაგალითად, უთხრა, რომ ძალიან ყოჩაღია, ყველაფერს ასწრებს, მაგრამ ამით მის მშვენიერებას არაფერი აკლდება. ზოგჯერ თქვენც ჩართეთ მტვერსასრუტი, ამით არაფერი დაგიშავდებათ, მეუღლის გულს კი ძალიან დიდი ხნით მოიგებთ, თუ სამუდამოდ არა.

აჩვენეთ, რომ ხართ მზრუნველი: შეიძლება მის ქურქში მანქანის საფასური ვერ გადაიხადოთ, მაგრამ ზოგჯერ სუნამოს ან პატარა თაიგულის ყიდვა ხომ შეგიძლიათ! ქალების უმრავლესობას უყვარს მამაკაცის ყურადღება და ამას ფულით არ აფასებს. თუ ქალი მიხვდება, რომ თქვენ მასზე გულწრფელად ზრუნავთ, აუცილებლად დაგიფასებთ ამას.

ზოგჯერ მაინც შეუსრულეთ ის, რასაც დაჰპირდებით – ბოლოს და ბოლოს, თქვენ მამაკაცი ხართ და უნდა იცოდეთ სიტყვის ფასი. არ შეიძლება, მხოლოდ დაუსრულებლად ჰპირდებოდეთ და მაშინვე ივიწყებდეთ ამ დაპირებას. ყველაზე მეტად თქვენ გვნებთ ასეთი უღირსი საქციელი. იფიქრეთ ამაზე!

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები